ლევი ელოდა, დანის გაუკვირდა

AutoSharing Option
ხვალ ცნობილი ებრაელი საფეხბურთო მენეჯერის, ჯეკი დანის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სადაც იგი ქართულ ფეხბურთზე თავის შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებს. მას ისრაელი-საქართველოს მატჩამდე გავესაუბრეთ.

მას ნამატჩევსაც შევხვდით და მცირე კომენტარი ვთხოვეთ. “პირდაპირ გეტყვით - საქართველოს ნაკრებისგან გაცილებით მეტს ველოდი. თქვენი გუნდი დღეს საერთოდ არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელმაც ხორვატია დაამარცხა. ისრაელისგან კი პირიქით, საერთოდ არ ველოდი ასეთ ხარისხიან ფეხბურთს.

მატჩის შედეგი ლოგიკურია, გაიმარჯვა იმან, ვინც კონკრეტული შეხვედრისთვის უკეთ მოემზადა. პირველ ტაიმში ჩვენი უპირატესობა გაცილებით საგრძნობი იყო, ვიდრე შესვენების შემდეგ, მაგრამ ისე მოხდა, რომ საქართველოს
ნაკრებმა უხეში შეცდომა მატჩის მეორე ნახევარში დაუშვა. მიმაჩნია, რომ საქართველოსთან ორ მატჩში აღებული ოთხი ქულა ისრაელისთვის კი არა, მასზე ძლიერი ნაკრებისთვისაც კარგი შედეგი იქნებოდა”, - ფიქრობს ლადო დვალიშვილის აგენტი.

ჰაიფას “მაქაბის” მთავარმა მწვრთნელმა ელიშა ლევიმ მატჩამდე გვითხრა, ისრაელი 1:0-ს მოიგებსო და არ შემცდარა. ებრაელთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ლევი ლუის ფერნანდესის გუნდს სკეპტიკურად არც თამაშამდე უყურებდა.

“საქართველოს ნაკრებზე კარგი აზრის ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისრაელს უკეთესი გუნდი ჰყავს, რაც დღესაც გამოჩნდა. ჯგუფიდან გასვლის შანსი კი ორივეს აქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები შესარჩევი ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე. ისრაელის ნაკრების მთავარი ნაკლი არასტაბილურობაა, თორემ პოტენციალით ძალიან ბევრ გუნდს ჯობია”, - გვითხრა ლევიმ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული