ქართველ გულშემატკივრებს ამ საინტერესო სტატიას მცირე შემოკლებით გთავაზობთ:
ინგლისელ გულშემატკივრებს ახსოვთ - თემურ ქეცბაიამ "სენტ ჯეიმს პარკზე" სამი დასამახსოვრებელი სეზონი გაატარა. "ნიუკასლის" ყოფილი ნახევარმცველი ამჟამად შთამბეჭდავ სამწვრთნელო კარიერას იქმნის და თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო-2012-ის ფინალურ ეტაპზეც გაიყვანს, ნამდვილ სასწაულს მოახდენს.
არადა, შარშან ქეცბაიამ მსოფლიოს
მაგრამ ქეცბაიას ერთწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ გუნდმა, 60 ათასი ქართველი გულშემატკივრის წინაშე, თვით ხორვატია დაამარცხა - ეს გახდა ათი წაუგებელი თამაშის მწვერვალი, ერთწლიანი სრბოლის პიკი...
ქეცბაიას შეგირდებმა ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში პირველი დამარცხება ისრაელში, ხორვატებთან თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ იწვნიეს, მაგრამ ჯგუფის ლიდერ საბერძნეთს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან და მომავალი წლის ზაფხულში პოლონეთსა და უკრაინაში თამაშის შანსს ინარჩუნებენ.
ისრაელში ყოფნის დროს ქეცბაიამ "Sunday Sun"-თან საუბრისას განაცხადა:
"ერთი შეხედვით დაუჯერებელია, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2012-ის ფინალურ ეტაპზე გავა. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ტოლფასი იქნება, მაგრამ 9 ქულით ჩვენ ამის გაკეთება მართლა შეგვიძლია და ის, რაც ხორვატიასთან მოვახერხეთ, რწმენასა და თავდაჯერებას გვმატებს.
რა დასამალია, ხორვატიას მეტი შანსი ჰქონდა იმ მატჩში, მაგრამ ჩვენმა სულისკვეთებამ გაგვამარჯვებინა. ჩვენი თამაში ლამაზი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა ბრწყინვალე სანახავი იყო.
პოსტზე მოსვლის პირველივე დღეს ვთქვი, რომ მსურდა მოთამაშეებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოსვლა საამაყო გამეხადა. ისინი საკუთარ ქვეყანას წარმოადგენენ და მინდა ამით ისევე ამაყობდნენ, როგორც მე ვამაყობდი, როდესაც ნაკრების მაისური მეცვა.
სამწუხაროდ ისრაელთან თამაში ჩვენთვის მეტისმეტად რთული გამოდგა, მაგრამ ამჟამად იმ პოზიციაზე ვიმყოფებით, რომლითაც ჯგუფური ეტაპის დასაწყისში მხოლოდ ვოცნებობდით. ისეთ ადგილზე ვართ, რომ სასწაულის მოხდენა შეგვიძლია..."
შეგახსენებთ, ქეცბაიამ თავისი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ნაკლებად ცნობილი კვიპროსული გუნდი "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და თავის ამჟამინდელ სამუშაოსაც იმავე ფილოსოფიით უდგება.
"ყველაფერი გუნდის სულზეა დამოკიდებული. ნაკრებთან ერთად მხოლოდ რამდენიმე დღეს ვატარებ, მაგრამ მინდა მოთამაშეები ისეთივენი იყვნენ, როგორებიც კლუბებში არიან. არ აქვს მნიშვნელობა, სად თამაშობენ, რამდენს იღებენ ხელფასს ან რომელ ლიგაში გამოდიან - როდესაც ისინი ჩვენ გვიერთდებიან, ყველანი თანასწორნი არიან და სანაკრებო მაისურისთვის იბრძვიან.
გუდნის თავიდან შენება რთული იყო. საქართველოს ჩემპიონატი ძლიერი არ არის და ნაკრების ფეხბურთელების 99 პროცენტი საზღვარგარეთ თამაშობს. თანაც, ზოგი ხვდება თავისი გუნდის ძირითადში, ზოგიც ვერა. როგორ უნდა შემექმნა ძლიერი ნაკრები ასეთ მდგომარეობაში? წარმატების მისაღწევად გუნდისთვის მებრძოლი სული უნდა შთამებერა. ფეხბურთელებს ნაკრებში თავი ამაყად უნდა ეგრძნოთ.
ყოველივე ამან ერთი წლის შემდეგ უკვე სრულიად განსხვავებულ გუნდამდე მიგვიყვანა"
მომზადებულია sundaysun.co.uk-ის მიხედვით
.