ხორვატიას საქართველოს ნაკრებთან მატჩში რაკიტიჩი ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ხორვატიის ეროვნული ნაკრების და "სევილიას" ნახევარმცველ ივან რაკიტიჩს ფეხის თითის მოტეხილობა დაუდგინდა. გადაწყვეტილია, რომ რაკიტიჩი 3 ივნისს სპლიტში საქართველოს ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ვერ ითამაშებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით გამოვიდა მწყობრიდან 23 წლის ფეხბურთელი, მაგრამ მიმდინარე სეზონში ხორვატი მოედანზე ვეღარ გამოვა.

რაკიტიჩმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში "ალმერიასთან" მიიღო.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მართალი ხარ ლევან! მუჯირი, ანანიძე და გურული, როგორც შემსრულებლები, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიან ხორვატებს. მათ თუ დაცვა და საყრდენებიც მოამარაგებენ ბურთებით, კარგი შანსები გვექნება
Tornike
11:00 05-05-2011
0
ნაკრები კარში დამრტყმელი ფეხბურთელების დეფიციტს განიცდის, ამისათვის კი მუჯირი ზედგამოჭრილია.
levani kaxeti
10:46 05-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული