16-წლამდელთა ორი სპარინგი ბაქოში

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბაქოში გაემგზავრა, სადაც 12 და 14 მაისს აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. ჩვენი გუნდი ამ შეხვედრებისთვის 30 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე მოემზადა.

გელა შეყილაძემ და ლევან ხომერიკმა ბაქოში შემდეგი ფეხბურთელები იახლეს: დავით ბააზოვი (35-ე სკოლა), დავით მარიამიძე ("დილა"), გაგი მარგველაშვილი ("კოლხიდა", ქუთაისი), ზურაბ გელაშვილი ("ოლიმპი", თბილისი), ზურაბ მალანია, ბაკურ გაბედავა, გიორგი თევზაძე (სამივე - "ბაია", ზუგდიდი), ლუკა წითლიძე ("დინამო", თბილისი), ამირან პავლიაშვილი ("დილა"), ზურაბ ჯაფიაშვილი ("ოლიმპიკი", თბილისი), თენგიზ გოროზია, თორნიკე ტურავა (ორივე- "ბაია", ზუგდიდი),
ცოტნე მესხი, ლუკა ზარანდია (ორივე, 35-ე სკოლა), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო", თბილისი), კოტე ჭაბაშვილი, ოთარ კობახიძე (ორივე - 35-ე სკოლა), რომან ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), რევაზ ბარამიძე ("ოლიმპი", რუსთავი), რამაზ კვესეიშვილი ("შუქურა", ქობულეთი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული