ხორვატია-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. 3 ივნისს სპლიტის "პოლიუდზე" გასამართი შეხვედრის ცოცხლად ნახვის მინიმალური ღირებულება 6 ევროს ეკვივალენტი ხორვატიული კუნაა, ხოლო მაქსიმალური - 30 ევრო.
"პოლიუდის" ტევადობა 34 200 მაყურებელია და მატჩზე სრული ანშლაგია მოსალოდნელი. სავარაუდოდ, ყველა ბილეთი თამაშამდე კარგა ხნით ადრე გაიყიდება.
აღსანიშნავია, რომ ბილეთს ქვეყნების დასახელებები ხორვატიულთან ერთად ქართულადაც აწერია.