ხორვატიას ივან სტრინიჩიც გამოაკლდა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებს საქართველოსთან 3 ივნისის ევროშესარჩევი შეხვედრისთვის კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდა - დაშავდა დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მარცხენა მცველი ივან სტრინიჩი, რომელიც ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია და საქართველო-ხორვატიის თბილისურ მატჩშიც შეუცვლელად ითამაშა.

შეგახსენებთ, ხორვატთა თავკაც სლავენ ბილიჩს საქართველოსთან დაპირისპირებაში დისკვალიფიცირებული ნიკო კრანჩარი და ტრავმირებულები, ივან რაკიტიჩი და ივიცა ოლიჩი არ ეყოლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული