დღეს, 24 მაისს ნაკრების საწვრთნელ ბაზა "ბასაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ და ნაკრების ფეხბურთელებმა მოახლოებული შეხვედრის მნიშვნელობასა და სამზადისზე ისაუბრეს.
ქეცბაიას განცხადებით, გუნდი უკვე რამდენიმე დღეა, თანდათან იკრიბება და ინტენსიურად ვარჯიშობს. მისი თქმით, ფეხბურთელებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ შეხვედრისთვის მაქსიმალურად კარგად მოემზადონ.
რაც შეეხება ფიზიკურ ფორმას, ყველა გამოძახებული ფეხბურთელი მეტ-ნაკლებად კარგ ფორმაში იმყოფება.
საკმაოდ დაძაბულ ბრძოლას ელოდებიან ფეხბურთელები. მათი განცხადებით, ხორვატების თბილისში დამარცხების შემდეგ,
"ხორვატიის ნაკრები ჩვენ ჯგუფში საუკეთესო გუნდია და ურთულესი მატჩი გველის, თუმცა თბილისურმა მატჩმაც დაგვანახა, რომ ერთიანი სულისკვეთებით მოედანზე გასულ გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია", - განაცხადა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ალექსანდრე იაშვილმა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ქართველმა ფეხბურთელებმა ხორვატების წინააღმდეგ პირველი შეხვედრა 26 მარტს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართეს. მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 1 - 0 დასრულდა.
interpressnews.ge
იხილეთ ვიდეო