გრაფიკი ცნობილია, ნაკრები ბაზასა და თასის ფინალზე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინაც 18 საათზე ივარჯიშა. წვრთნამ ჩვეულ რეჟიმში ჩაიარა, გუნდს კახა კალაძე და აკაკი ხუბუტია შეუერთდნენ.

ნაკრების სახორვატიო მზადების გრაფიკი უკვე დეტალურადაა ცნობილი. თემურ ქეცბაიას გუნდი "ბასაზე" ყოველდღიურად 18 საათიდან ივარჯიშებს. გამონაკლისია 26 და 27 მაისი და 2 ივნისი - 26-ში ნაკრები საქართველოს თასის ფინალს დაესწრება და ამიტომაც ვარჯიში დილის 11 საათზე დაიწყება, 27-ში "ბასაზე" ეროვნული და ახალგაზრული ნაკრებების სპარინგი გაიმართება, 2-ში კი ვარჯიში ისევ დილას ჩატარდება და ქართული დელეგაცია სპლიტში იმავე დღეს გაემგზავრება.

დღეს და 28 მაისს
ნაკრები ორ-ორჯერ ივარჯიშებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ბიჭებო მიაწექით, თქვენ ვერც კი ხვდებით რამხელა სიხარულის მოტანა შეგიძლიათ ქვეყნისთვის
Lasha
19:30 25-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული