ნაკრებს სპლიტში 60 ქართველი უქომაგებს

AutoSharing Option
ხორვატიაში საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად გერმანიაში მცხოვრები 60 ქომაგი ჩადის, რასაც ორგანიზებას გერმანიის ქართველთა სათვისტომოს ქომაგთა კლუბი "ივერიელი" უკეთებს.

ქართველი გულშემატკივრები გერმანიიდან სპლიტში ავსტობუსით გაემგზავრებიან. დიდი სურვილის მიუხედავად, ისინი ხორვატია-საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე დასწრებას ვერ ახერხებენ.

"ივერიელის" წევრები თამაშის ბილეთებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უზრუნველყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული