სანაკრებო ბანაკში გუშინ, 26 მაისს განსაკუთრებული სიახლეები არ მომხდარა. წამყვან ფეხბურთელთა ნაწილის ჩამოსვლას სამწვრთნელო შტაბი კვლავაც ელის, თუმცა ეს საწვრთნელ პროცესს ვერ აფერხებს, რადგან თემურ ქეცბაიას სახორვატიოდ საკმაო რაოდენობის ფეხბურთელები ჰყავს გამოძახებული.
უკვე გაცნობეთ, რომ გუშინწინდელი ვარჯიშისას წარბი გაიხეთქა დავით კვირკველიამ. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა საგანგაშო არ აღმოჩნდა და საავადმყოფოში ვიზიტის შემდეგ გუნდს უცებ დაუბრუნდა. კვირკველია გუშინდელ ვარჯიშზე
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც უკვე არიან ქეცბაიას განკარგულებაში: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, არდალიონ მიქაბერიძე, კახა კალაძე, აკაკი ხუბუტია, გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი რეხვიაშვილი, დავით კვირკველია, თორნიკე გორგიაშვილი, ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, ირაკლი მაისურაძე, სანდრო გურული, ჯაბა ლიპარტია, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ადამია, ნიკოლოზ გელაშვილი, ირაკლი მოდებაძე.
საბედნიეროდ, თბილისში მყოფი ნაკრების ყველა წევრი თუ კანდიდატი თავს ჯანმრთელად გრძნობს.
ჩამოსასვლელები არიან ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, გია გრიგალავა, გოჩა ხოჯავა, ჯანო ანანიძე, ვლადიმერ დვალიშვილი, დავით სირაძე და მათე ვაწაძე. ამათგან ნაკრებს ყველაზე გვიან შეუერთდება ზურაბ ხიზანიშვილი, რომლის "რედინგიც" ინგლისურ პრემიერლიგაში გადასასვლელ ფინალში 30 მაისს "სუონსის" დაუპირისპირდება.
დღეს, 27 მაისს კი "ბასაზე" საინტერესო სპარინგია - ერთმანეთს საქართველოს ეროვნული და ახალგაზრული ნაკრებები გაეჯიბრებიან და ქეცბაიასა და ოთარ გაბელიას გამოძახებული მოთამაშეების საქმეში ხილვის შესანიშნავი საშუალება მიეცემათ.