შეგახსენებთ, რომ სწორედ რუნიე იცავდა ხორვატთა კარს თბილისურ მატჩში, როდესაც ლევან კობიაშვილის გოლით გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა.
"საქართველოს ნაკრები სპლიტში იმისთვის არ ჩამოსულა, რომ ჩვენს ზღვაში იბანაოს. ქართველებს საკმაოდ ამბიციური გუნდი რომ ჰყავთ, ამას სატურნირო ცხრილიც მოწმობს. შესაბამისად, მათ აქვთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი.
დარწმუნებული ვარ, ქართველები, პირველ რიგში, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ, თუმცა