"ეს იყო ძალიან რთული და დამღლელი მატჩი. გაშვებულმა გოლმა შოკში ჩაგვაგდო. არადა, ვიმედოვნებდით, რომ თამაშის დასაწყისშივე შევძლებდით გატანას, თუმცა პირიქით კი მოხდა.
მადლობელი ვარ ჩემი ფეხბურთელების, რომლებმაც ხაისათის სიმტკიცე გამოავლინეს. წარუმატებელი პირველი ნახევრის შემდეგ მათ სიმშვიდე მაინც შეინარჩუნეს და ძალიან საჭირო გამარჯვებას მიაღწიეს.
ძალიან ძნელია საქართველოს ნაკრებისნაირი გუნდების წინააღმდეგობის დაძლევა, რომლებიც თავს მთელი შემადგენლობით იცავენ. თუმცა, განხორციელებულმა ცვლილებებმა და ტაქტიკის შეცვლამ თავისი ნაყოფი გამოიღო: მეორე ტაიმში
საბედნიეროდ, ამ გამარჯვებით ევრო-2012-ზე პირველი ადგილით მოხვედრის კარგი შანსი გვაქვს", - განაცხადა ბილიჩმა.