ხორვატიის საფეხბურთო კავშირი სასჯელს ელის

AutoSharing Option
ხორვატიის საფეხბურთო კავშირი 3 ივნისს სპლიტში გამართული ხორვატიის და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ხორვატი გულშემატკივრების ქცევის გამო სერიოზულ სასჯელს ელის.

ამის შესახებ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის უშიშროების კომისარმა ზორან ცვრკმა გაანცხადა. ხორვატმა ფანებმა მატჩის დროს ტრიბუნაზე სვასტიკიანი დროშა გამოფინეს, მეორე მსოფლიოს ომში სერბების გენოციდის დროინდელ ფაშისტურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ, ასევე მოედანზე პეტარდებს ისროდნენ.

"სიმართლე გითხრათ, რაიმე პროგნოზის გაკეთებას ვუფრთხით. შეგვიძლია მხოლოდ ვიმედოვნოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას საფრთხე არ შეექმნება", - განუცხადა მან ხორვატ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სასჯელი საკმაოდ მძიმე იქნება, და
შესაძლოა ხორვატიას შემდეგი მატჩის საკუთარ სტადიონზე გულშემატკივრების გარეშე, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება მოუწიოს.

"პლატინი ხორვატიაში უბრალოდ არ იმყოფებოდა და გაგვაფრთხილა, რომ ჩვენ ევროპის იმ ბოლო 4 ქვეყნის სიაში ვართ, სადაც მსგავსი პრობლემები არსებობს. ამის შესახებ გაგვაფრთხილეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი გულშემატკივრების ნაწილს ძველი ჩვევების დავიწყება ასე იოლად არ შეუძლია, ჩვენს გუნდს კი ამის გამო სანქციების მოხდა მოუწევს", - აღნიშნა ცვრკმა.

ხორვატიის ნაკრების დასჯის გადაწყვეტილებას 16 ივნისს დაგეგმილ უეფას დისციპლინარული კომიტეტის სხდომაზე მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული