საქმე ისაა. რომ 3 ივნისს, ხორვატია-საქართველოს ევროშესარჩევი მატჩისას, ხორვატი გულშემატკივრები მეტისმეტად აგრესიულად იქცეოდნენ და ტრიბუნიდან მოედანზე პეტარდებს ისროდნენ, მატჩის დელეგატის განსაკუთრებული ყურადღება კი ტრიბუნაზე გამოფენილმა სვასტიკიანმა დროშამ მიიპყრო.
ძნელი სათქმელია, როგორ დასჯის უეფა ხორვატებს. სავარაუდოა, რომ მათ სოლიდურ ფინანსურ ჯარიმას დააკისრებენ და არც ის არის გამორიცხული, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ერთი ან რამდენიმე მომდევნო საშინაო მატჩის ჩატარებამ ცარიელი ტრუბუნების თანხლებით მოუწიოს, რაც, რაღა თქმა უნდა,
თანამემალეთა უსაქციელობას აკრიტიკებს ხორვატიის საფეხბურთო კავშირის უსაფრთხოების კომისარი ზორან ცვრკი. "ცოტა ხნის წინ ხორვატიაში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი იმყოფებოდა და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ გულშემატკივრებთან დაკავშირებული პრობლემებისთვის მიგვეხედა. ხორვატია იმ ოთხ ევროპულ ქვეყანას შორისაა, სადაც ქომაგებში რასიზმი და ფაშიზმია ფეხმოკიდებული და საუბედუროდ, საქართველოსთან მატჩმა დაგვანახა, რომ ეს საშინელება ხორვატიაში კვლავ მძვინვარებს. სასჯელი უდავოდ უმკაცრესი იქნება და ახლა მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ მაყურებელთა საქციელი ხორვატიის ნაკრების შედეგებზე არ აისახება", - განაცხადა ცვრკმა.