სვასტიკა სასტიკად ისჯება

AutoSharing Option
16 ივნისს უეფას სადისციპლინო კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი, სადაც, სავარაუდოდ, ხორვატიის საფეხბურთო კავშირს სერიოზული სანქცია არ ასცდება.

საქმე ისაა. რომ 3 ივნისს, ხორვატია-საქართველოს ევროშესარჩევი მატჩისას, ხორვატი გულშემატკივრები მეტისმეტად აგრესიულად იქცეოდნენ და ტრიბუნიდან მოედანზე პეტარდებს ისროდნენ, მატჩის დელეგატის განსაკუთრებული ყურადღება კი ტრიბუნაზე გამოფენილმა სვასტიკიანმა დროშამ მიიპყრო.

ძნელი სათქმელია, როგორ დასჯის უეფა ხორვატებს. სავარაუდოა, რომ მათ სოლიდურ ფინანსურ ჯარიმას დააკისრებენ და არც ის არის გამორიცხული, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ერთი ან რამდენიმე მომდევნო საშინაო მატჩის ჩატარებამ ცარიელი ტრუბუნების თანხლებით მოუწიოს, რაც, რაღა თქმა უნდა,
ასევე მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს ნიშნავს.

თანამემალეთა უსაქციელობას აკრიტიკებს ხორვატიის საფეხბურთო კავშირის უსაფრთხოების კომისარი ზორან ცვრკი. "ცოტა ხნის წინ ხორვატიაში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი იმყოფებოდა და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ გულშემატკივრებთან დაკავშირებული პრობლემებისთვის მიგვეხედა. ხორვატია იმ ოთხ ევროპულ ქვეყანას შორისაა, სადაც ქომაგებში რასიზმი და ფაშიზმია ფეხმოკიდებული და საუბედუროდ, საქართველოსთან მატჩმა დაგვანახა, რომ ეს საშინელება ხორვატიაში კვლავ მძვინვარებს. სასჯელი უდავოდ უმკაცრესი იქნება და ახლა მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ მაყურებელთა საქციელი ხორვატიის ნაკრების შედეგებზე არ აისახება", - განაცხადა ცვრკმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოში თუკი ასე ესმით დემოკრატია, გამოდის რომ გამოხატვის თავისუფლება, რომელიც კონსტიტუციური უფლებაა, ბუტაფორიულ ხასიათს ატარებს. მერე და ვის მიადგა იმით ზიანი ან შეურაცხყოფა, თუ ფეხბურთის ფანებმა თავიანთი ინდივიდუალური გამოხატვით დააფიქსირეს სასურველი გუნდის მხარდაჭერა? წალეკა ტუტუცობამ და უწიგნურობამ ქვეყანა. უსაქმური კაცი ყვ...ში მახათს იყრიდაო იმის არ იყოს ძალით ქმნიან ე.წ. სენსაციებს. სჯობს ქვეყანას მიხედოთ, ან სულაც საკუთარ დედას. პატივისცემით
კახაბერ
02:57 24-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული