ქეცბაია: ბირთვი ჩამოყალიბებულია

AutoSharing Option

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია მოაწყვეს, რომელსაც გუნდის თავკაცი თემურ ქეცბაია და მისი თანაშემწეები სოსო ჭედია და მამუკა აბუსერიძე ესწრებოდნენ.

”ლევან გვაზავას გარდა ყველა ფეხბურთელი ჩამოვა ნაკრებში, ლევანს ჯერ არ შეუძლია საქართველოს პასპორტის აღება, ჩვენ მის პოზიციას გაგებით ვეკიდებით. ლევანს სურს საქართველოს ნაკრებში თამაში. გვაზავას ნაცვლად ნაკრებში ალეკო კოშკაძე გამოვიძახეთ. სასიხარულოა, რომ ტრავმის მიუხედავად მოლდოვაში თამაშს ლაშა სალუქვაძე აპირებს”, - განაცხადა ქეცბაიამ.

გაირკვა, რომ შესარჩევი ციკლის პირველი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები კვიპროსში მოემზადება, სადაც 30 აგვისტოს შეიკრიბება და 2 სექტემბრამდე

კუნძულზე ივარჯიშებს, შემდეგ კი ათენში გაემგზავრება საბერძნეთის ნაკრებთან სათამაშოდ.

”საქართველოს ნაკრების ბირთვის უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა რა თქმა უნდა ჯერ არ არის კარი სხვებისთვის ჩაკეტილი” - აცხადებს ქეცბაია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენი იმედი გვაქვს.
zaza
00:10 03-09-2010
0
gisurvebt gamarjvebas!!!
merabi
21:54 07-08-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული