გიორგი დევდარიანი "დინამოში" დანიშნეს

AutoSharing Option
19-წლამდელთა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 2010 წლის 30 ნოემბერს გაიმართა. საქართველოს ნაკრები მეცხრე ჯგუფში პოლონეთის, თურქეთისა და ლუქსემბურგის გუნდებთან მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2011 წლის ნოემბერში თურქეთში გაიმართება, გათამაშების ფინალური ეტაპი კი - გაისად, მაისში ესტონეთში.

ჩვენი ნაკრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრება და 23-30 ივლისს ჩრდილოეთ ირლანდიაში Milk Cup-ზე იასპარეზებს. ეს ტრადიციული ტურნირი 1983 წლიდან ტარდება.

ტურნირის განრიგი:
25 ივლისი
საქართველო - მექსიკა

27 ივლისი
საქართველო - ჩრდ. ირლანდია

29 ივლისს მოეწყობა პლეიოფები, იმავე საღამოს კი
ფინალიც გაიმართება.

გუნდი 17 ივლისს სასტუმრო "სიმპათიაში" დაბინავდება. ნაკრების მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გამოიძახა:
დავით ლეგაშვილი ("სასკო"), დავით ხოჭოლავა ("საბურთალო"), გიორგი პაპავა ("საბურთალო"), თევდორე კაკულია ("დინამო" თბილისი), მერაბ გიგაური ("ტორპედო", ქუთაისი), ლაშა პარუნაშვილი ("საბურთალო"), სანდრო რეხვიაშვილი ("საბურთალო"), ვალერი ყაზაიშვილი ("საბურთალო"), გიორგი ქვილითაია ("სასკო"), თორნიკე გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), ნიკა სანდოხაძე ("დინამო" თბილისი), გიორგი კალანდია ("ვიტ ჯორჯია"), ლაშა შინდაგორიძე ("ორჰუსი", დანია), აკაკი ფარჯიკია ("ბაია", ზუგდიდი), არჩილ ტვილდიანი ("საბურთალო"), ოთარ დოლიძე ("საბურთალო"), რატი იმერლიშვილი ("ზესტაფონი"), ნოდარ კიკნაველიძე ("ზესტაფონი"), მალხაზ გაგოშიძე ("ზესტაფონი"), ბუბა რუხაძე ("დინამო" თბილისი), გურამ სამუშია ("ბაია", ზუგდიდი), ვარლამ კილასონია ("სპარტაკი", ცხინვალი)

გიორგი დევდარიანთან სალაპარაკო დაგვიგროვდა - ახლახან მას თბილისის "დინამო 2" ჩააბარეს, ცალკე კი, ცხადია, ნაკრების თემაა საინტერესო. ინტერვიუს კი მალე შემოგთავაზებთ... 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცია დევდარიანი, მან დიდიშრომა გასწია ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის, იმედია კიდევ ბევრ ბეხბურთელს გაზრდის. წარმატებებს გისურვებთ ბატონო გიორგი!
დევიდ აირონს
00:18 17-07-2011
0

სიახლეები პოპულარული