საქართველოს მოწინააღმდეგე ესპანეთი იქნება

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში გამართულ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა ჩატარდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვდა, რაც ნაკლებად სასიხარულო ამბავია.

საქართველო ევროპის ზონის მე-9 I ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მოწინააღმდეგეები ესპანეთის, საფრანგეთის, ბელორუსიის და ფინეთის ნაკრებები იქნებიან. საქართველოს საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან მოუწევს თამაში. მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები და საფრანგეთი ჯგუფის ფავორიტებად უნდა ჩაითვალონ.

ევროპის მე-9 საკვალიფიკაციო ჯგუფი, სხვა ჯგუფებთან შედარებით 5 გუნდისგან შედგება.

შეგახსენებთ რომ, ნაკრებები კალათებში ფიფას რეიტინგში დაკავებული ადგილების მიხედვით განაწილდნენ.

I ჯგუფი
ესპანეთი
საფრანგეთი
ბელორუსია
საქართველო
ფინეთი
მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს მესამე ადგილზე აუცილებლად უნდა გავიდეთ დარა იცი მერე როგორი განლაგება იქნება, თბილისში მაინც დიდი ბრძოლა უნდა გავუმართოთ საფრანგეთს და ესპანეთს. წინ საქართველო ! ! !
Lasha
18:22 01-08-2011
0
მდააა... საკმაოდ რთული ჯგუფი გვხვდა წილად და აქ თავმოყრილი გუნდები უკვე წინასწარ მაძლევენ პესიმიზმის საფუძველს :(((
devivi
22:57 31-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული