ბლატერი: ჩვენ დაძაბულ მსოფლიოს ჩემპიონატს ველოდებით

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში გამართულ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრები ყველაზე ძლიერ I ჯგუფში მოხვდა. 

კენჭისყრის ცერემონიალზე ფიფას პრეზიდენტი იოზეპ ბლატერი მოწვეულ სტუმრებს მიესალმა და სიტყვით გამოვიდა. ბლატერი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისგან, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება, გუნდების დაძაბულ დაპირისპირებებს ელოდება.

"ჩვენ ველოდებით დაძაბულ კენჭისყრას და უფრო დაძაბულ მსოფლიო ჩემპიონატს", - განაცხადა იოზეპ ბლატერმა.

შეგახსებეთ, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფში ესპანეთი, საფრანგეთი, ბელორუსია და ფინეთი იმყოფებიან.

კენჭისყრის შედეგად ორი სიკვდილის ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სამწუხაროდ საქართველოც მოხდა. A და
I ჯგუფები შესარჩევ ციკლი ყველაზე ძლიერი გუნდებით არიან დაკომპლექტებული.

გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის ზონის შესარჩევი ციკლის ჯგუფების ცხრილს:

A ჯგუფი: ხორვატია, სერბეთი, ბელგია, შოტლანდია, მაკედონია, უელსი

B ჯგუფი: იტალია, დანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, სომხეთი, მალტა

c ჯგუფი: გერმანია, შვედეთი, ირლანდია, ავსტრია, ფარერები, ყაზახეთი

D ჯგუფი: ჰოლანდია, თურქეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ანდრორა

E ჯგუფი: ნორვეგია, სლოვენია, შვეიცარია, ალბანეთი, კვიპროსი, ისლანდია

F ჯგუფი: პორტუგალია, რუსეთი, ისრაელი, ჩრ. ირლანდია, აზერბაიჯანი, ლუქსემბურგი

G ჯგუფი: საბერძნეთი, სლოვაკეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ლიტვა, ლატვია, ლიხტენშტეინი

H ჯგუფი: ინგლისი, მონტენეგრო, უკრაინა, პოლონეთი, მოლდოვა, სან მარინო

I ჯგუფი: ესპანეთი, საფრანგეთი, ბელორუსია, საქართველო, ფინეთი


მკითხველის კომენტარები / 1 /
სიკვდილის ჯგუფი, A ჯგუფს პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს, უბრალოდ შედარებით თანაბარმა გუნდებმა მოიყარეს თავი, თორე სიძლიერით I ჯგუფთან ახლოსაც ვერ მოვა, არც ხორვატიაა ესპანეთი და არც სერბეთი საფრანგეთი. არც იტალია, ჩეხეთი, დანია, ბულგარეთის ოთხეულია ნაკლები, რამით
haha
17:20 31-07-2011
0

სიახლეები პოპულარული