წილისყრამ გაგვწირა - მეტოქედ მსოფლიოსა და ევროპის ორი ჩემპიონი

AutoSharing Option
"გული არ გაიტეხოთ, ბიჭებო, ამ ჯგუფიდან თუ გავედით, მუნდიალზე ძლიერი აღარავინ შეგვხვდება და მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით", - ასე იხუმრა ინტერნეტ-ფორუმზე საქართველოს ნაკრების ერთმა ქომაგმა. სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ შექმნილ მდგომარეობას ცოტა მსუბუქადაც თუ არ შევხედეთ, ემანდ, მთლად უიმედობამ არ დაგვრიოს ხელი.

"ლელოს" შაბათის ნომერში წილისყრის ყველაზე უარესი შედეგის ჩვენეული ვერსია შემოგთავაზეთ და მთავარ, ანუ გრანდთა (პირველი და მეორე) კალათებიდან სწორედ ის გუნდები შეგხვდა, რომელთა აცილებასაც, ლამის იყო, ღმერთს შევნატროდით.

ასე კი დიდმა (ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით) რონალდომ გაგვწირა.
ჯერ იყო და, ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა განსომ ბოლო, ხუთგუნდიან ჯგუფში გაგვამწესა, რითაც ათის ნაცვლად რვა შესარჩევ მატჩს დაგვაჯერა და ერთი-ორი "გასეირნების" შანსი წაგვართვა, შემდეგ კი რონალდომ საერთოდ თავ-ბედი გვაწყევლინა და მეტოქედ მსოფლიოსა და ევროპის ორი ჩემპიონი მოგვიჩინა.

გადახედეთ სხვა ევროპულ ჯგუფებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, სად შეგვეძლო მოხვედრა და სად მოვხვდით. რა გვეთქმის - ბანალური ფრაზაა, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ, თუნდაც პლეი ოფში გამსვლელი მეორე ადგილისთვის. ესპანეთის ჯობნა დღეს ფანტასტიკად მოჩანს, საფრანგეთთან კი წარმატების გარკვეული შანსი შეიძლება გვქონდეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ შემდეგი ციკლისთვის ლორან ბლანს (პოსტზე თუ დატოვეს) უფრო მძლავრი გუნდი ეყოლება, დღესდღეობით კი "სამფეროვნები" ვერ ბრწყინავენ, რაშიც ჩვენმა ახალმა თანაჯგუფელმა, ბელარუსმაც დაგვარწმუნა.

შეგახსენებთ, ეს გუნდები ევრო 2012-ის შესარჩევ ტურნირშიც ერთ ჯგუფში არიან და ბელარუსებმა ფრანგებს ორ მატჩში ოთხი ქულა აართვეს - სტუმრად მოუგეს, შინ კი ფრედ ითამაშეს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს ორივე ინარჩუნებს.

ბელარუსთა პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა მესამე კალათი ერთადერთია, სადაც შედარებით გაგვიმართლა.

ესპანეთი კი მიმდინარე შესარჩევშიც შეუჩერებელია. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ხუთი შეხვედრიდან ხუთივე მოიგო და თუ სასწაული არ მოხდა, ევრო 2012-ის საგზურს სექტემბერშივე გაინაღდებს.

მეხუთე კალათაში ფინეთზე სუსტი არაერთი ნაკრები იყო, მაგრამ არც აქ გაგვიმართლა. მართალია, ეს გუნდი დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე ერთხელაც არ გასულა, მაგრამ უიმედო აუტსაიდერიც არასდროს ყოფილა. მიმდინარე შესარჩევში ფინელთა აქტივში ორი გამარჯვება და ოთხი მარცხია, თუმცაღა ორივე მატჩი მაჩანჩალა სან მარინოს მოუგეს.


ჩვენი მეტოქეები
ესპანეთი
ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა 1913 წელს
ფიფას წევრია 1914 წლიდან
უეფას წევრია 1954 წლიდან
პრეზიდენტი: ანხელ მარია ვილარი
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
ადგილი ფიფას რეიტინგში: 1
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი (2010), ევროპის 2-გზის ჩემპიონი (1964, 2008), ოლიმპიური ჩემპიონი (1992);
სხვა მიღწევები: IV ადგილი მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატზე, ევროპის ვიცე ჩემპიონი (1984), ოლიმპიადის 2-გზის ვერცხლის პრიზიორი (1920, 2000)


საფრანგეთი
ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა 1907 წელს
ფიფას წევრია 1907 წლიდან
უეფას წევრია 1954 წლიდან
პრეზიდენტი: ნოელ ლე გრეტი
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი
ადგილი ფიფას რეიტინგში: 15
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი (1998), ევროპის 2-გზის ჩემპიონი (1984, 2000), ოლიმპიური ჩემპიონი (1984), კონფედერაციათა თასის 2-გზის მფლობელი (2001, 2003)
სხვა მიღწევები: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006), მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს 2-გზის პრიზიორი (1958, 1986), IV ადგილი (1978), ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1900)


ბელარუსი
ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა 1989 წელს
ფიფას წევრია 1992 წლიდან
უეფას წევრია 1993 წლიდან
პრეზიდენტი: გენადი ნევიგლასი
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ბერნდ შტანგე (გერმანია)
ადგილი ფიფას რეიტინგში: 42


ფინეთი
საფეხბურთო ასოციაცია დაარსდა 1907 წელს
ფიფას წევრია 1908 წლიდან
უეფას წევრია 1954 წლიდან
პრეზიდენტი: საული ნიინისტო
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: მიქსუ პაატელაინენი
ადგილი ფიფას რეიტინგში: 75


ევროპა, 13 ადგილი
A ჯგუფი
ხორვატია
სერბეთი
ბელგია
შოტლანდია
მაკედონია
უელსი

B ჯგუფი
იტალია
დანია
ჩეხეთი
ბულგარეთი
სომხეთი
მალტა

C ჯგუფი
გერმანია
შვედეთი
ირლანდია
ავსტრია
ფარერები
ყაზახეთი

D ჯგუფი
ჰოლანდია
თურქეთი
უნგრეთი
რუმინეთი
ესტონეთი
ანდორა

E ჯგუფი
ნორვეგია
სლოვენია
შვეიცარია
ალბანეთი
კვიპროსი
ისლანდია

F ჯგუფი
პორტუგალია
რუსეთი
ისრაელი
ჩრდილოეთ ირლანდია
აზერბაიჯანი
ლუქსემბურგი

G ჯგუფი
საბერძნეთი
სლოვაკეთი
ბოსნია
ლიტვა
ლატვია
ლიხტენშტაინი

H ჯგუფი
ინგლისი
ჩერნოგორია
უკრაინა
პოლონეთი
მოლდოვა
სან მარინო

I ჯგუფი
ესპანეთი
საფრანგეთი
ბელარუსი
საქართველო
ფინეთი

ევროპის ზონიდან მუნდიალზე პირდაპირ გავლენ ჯგუფების გამარჯვებულები, საუკეთესო რვა მეორეადგილოსანი კი ოთხ წყვილს შექმნის და წყვილების გამარჯვებულები ბრაზილიაში გაემგზავრებიან.


აფრიკა, 5 ადგილი
წინასწარი ეტაპი
1. სეიშელები-კენია
2. გვინეა ბისაუ-ტოგო
3. ჯიბუტი-ნამიბია
4. მავრიტანია-ლიბერია
5. კომორო-მოზამბიკი
6. ეკვატორული გვინეა-მადაგასკარი
7. სომალი-ეთიოპია
8. ლესოტო-ბურუნდი
9. ერითრეა-რუანდა
10. სვაზილენდი-კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
11. სან ტომე და პრინსიპი-კონგო
12. ჩადი-ტანზანია

ჯგუფური ეტაპი
A ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა
ბოტსვანა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
7-ის გამარჯვებული

B ჯგუფი
ტუნისი
კაპე ვერდე
სიერა ლეონე
6-ის გამარჯვებული

C ჯგუფი
კოტ დივუარი
მაროკო
გამბია
12-ის გამარჯვებული

D ჯგუფი
განა
ზამბია
სუდანი
8-ის გამარჯვებული

E ჯგუფი
ბურკინა ფასო
გაბონი
ნიგერი
11-ის გამარჯვებული

F ჯგუფი
ნიგერია
მალავი
1-ის გამარჯვებული
3-ის გამარჯვებული

G ჯგუფი
ეგვიპტე
გვინეა
ზიმბაბვე
5-ის გამარჯვებული

H ჯგუფი
ალჟირი
მალი
ბენინი
9-ის გამარჯვებული

I ჯგუფი
კამერუნი
ლიბია
2-ის გამარჯვებული
10-ის გამარჯვებული

J ჯგუფი
სენეგალი
უგანდა
ანგოლა
4-ის გამარჯვებული

ჯგუფების გამარჯვებულები ხუთ საპლეიოფო წყვილს შექმნიან და მუნდიალზე წყვილების გამარჯვებულები წავლენ.


აზია, 4.5 ადგილი
პირველი ჯგუფური ეტაპი
A ჯგუფი
ჩინეთი
იორდანია
ერაყი
სინგაპური

B ჯგუფი
სამხრეთ კორეა
ქუვეითი
საამიროები
ლიბანი

C ჯგუფი
იაპონია
უზბეკეთი
სირია
ჩრდილოეთ კორეა

D ჯგუფი
ავსტრალია
საუდის არაბეთი
ომანი
ტაილანდი

E ჯგუფი
ირანი
ყატარი
ბაჰრეინი
ინდონეზია

მეორე ჯგუფურ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა და ორ ხუთგუნდიან ჯგუფს შექმნის. მეორე ეტაპის ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნები ბრაზილიის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ, მესამეადგილოსანთა შორის კი პლეი ოფი დაინიშნება, რომლის გამარჯვებულიც მუნდიალზე მოსახვედრად სამხრეთ ამერიკის მეხუთე გუნდს შეხვდება.


კონკაკაფი, 3.5 ადგილი
პირველი ჯგუფური ეტაპი
A ჯგუფი
სალვადორი
სურინამი
კაიმანის კუნძულები
დომინიკელთა რესპუბლიკა

B ჯგუფი
ტრინიდადი და ტობაგო
გვიანა
ბარბადოსი
ბერმუდა

C ჯგუფი
პანამა
დომინიკა
ნიკარაგუა
ბაჰამის კუნძულები

D ჯგუფი
კანადა
სენტ კიტსი
პუერტო რიკო
სენტ ლუსია

E ჯგუფი
გრენადა
გვატემალა
სენტ ვინსენტი
ბელიზი

F ჯგუფი
ჰაიტი
ანტიგუა და ბარბუდა
კურასაო
ვირჯინიის კუნძულები


მეორე ჯგუფური ეტაპი
A ჯგუფი
აშშ
იამაიკა
E-ს გამარჯვებული
F-ს გამარჯვებული

B ჯგუფი
მექსიკა
კოსტა რიკა
A-ს გამარჯვებული
B-ს გამარჯვებული

C ჯგუფი
ჰონდურასი
კუბა
D-ს გამარჯვებული
C-ს გამარჯვებული

მესამე ჯგუფურ ეტაპზე მეორე ეტაპის პირველ-მეორეადგილოსნები გადავლენ და ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნიან, საიდანაც მუნდიალზე პირდაპირ გავა სამი გუნდი, მეოთხე კი პლეი ოფში ოკეანეთის გამარჯვებულს შეხვდება.


ოკეანეთი, 0.5 ადგილი
პირველი ჯგუფური ეტაპი (სამოაში)
სამოა
ამერიკული სამოა
ტონგა
კუკის კუნძულები

მეორე ჯგუფური ეტაპი
A ჯგუფი
ვანუატუ
ახალი კალედონია
პირველი რაუნდის გამარჯვებული
ტაიტი

B ჯგუფი
ფიჯი
ახალი ზელანდია
სოლომონის კუნძულები
პაპუა ახალი გვინეა

ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს პლეი ოფში შეხვდებიან, იქ მოგებული კი მუნდიალის საგზურს კონკაკაფის მეოთხე გუნდს შეეცილება.


სამხრეთ ამერიკა, 4.5 ადგილი
აქ ყველაფერი მარტივადაა - მასპინძელი ბრაზილია, ცხადია, შესარჩევი ტურნირისგან თავისუფალია, კონტინენტის დანარჩენი ცხრა ნაკრები (ურუგვაი, პარაგვაი, პერუ, ვენესუელა, არგენტინა, კოლუმბია, ჩილე, ბოლივია, ეკვადორი) კი ერთ ჯგუფად, ორ წრედ ითამაშებს. ოთხი საუკეთესო მუნდიალზე პირდაპირ მოხვდება, მეხუთე კი აზიის მეხუთე გუნდს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული