"წილისყრამ დაბალანსებული ჯგუფები მოგვცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ფეხბურთში ბევრი საშუალო დონის გუნდი გამოჩნდა. ადრე ხშირი იყო "სიკვდილის ჯგუფები" ახლა კი ასეთს ვეღარ ნახავთ. ძალები თანაბრად განაწილდა. განსაკუთრებით თანაბარძალოვანი B ჯგუფია, სადაც დანია, ბულგარეთი, ჩეხეთი, სომხეთი და
მინდა გამოვყო I ჯგუფიც, სადაც ესპანეთი და საფრანგეთი მოხვდნენ ერთად. მსოფლიოს ჩემპიონთან დაპირისპირება, რასაკვირველია, ძნელია, მაგრამ ესპანეთსაც კერკეტი კაკალი ერგო საფრანგეთის სახით. მოკლედ ორი მძიმეწონოსანი შეხვდება ერთმანეთს და გამარჯვებული დიდ გამოცდილებას შეიძენს."
I ჯგუფის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ილაპარაკა "ლურჯების" მწვრთნელმა ლორან ბლანმაც. მან თქვა:
"საუკეთესოსთან გაჯიბრება ძალიან ამაღელვებელია. თან, გასაგებია, რატომ ჰქვია ამ გუნდს ჩვენი ჯგუფის ფავორიტი - ის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. ზოგადად ჯგუფზეც ვერ ვიტყვი, რომ ის სუსტია. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ბრძოლაში უნდა მოპოვება. საფრანგეთს პირველობის შანსი, რასაკვირველია აქვს, ოღონდ საამისოდ ჩვენ ლაღად, კომპლექსების გარეშე უნდა ვითამაშოთ".
შეგახსენებთ, რომ I ჯგუფში ესპანეთისა და საფრანგეთის გარდა არიან ბელარუსი, საქართველო და ფინეთი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"