ეროვნული ნაკრები ვაკეში ითამაშებს, ახალგაზრდული - ქუთაისში

AutoSharing Option
გადაწყდა - 1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესპანელთა გუნდს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს.

ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილის ცნობით, ესპანელებმა დაათვალიერეს ქუთაისის სტადიონი, ქალაქში არსებული სასტუმროები, მთლიანობაში ნანახით კმაყოფილები დარჩნენ და თანხმობა განაცხადეს.

შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" კი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს.

დვალიშვილისვე თქმით, უკვე გადაწყდა, რომ საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და ასეც იქნებაააააა
giorgi
18:24 23-08-2011
0

სიახლეები პოპულარული