საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 6 ადგილით ჩამოქვეითდა

AutoSharing Option
დღეს, 24 აგვისტოს მიმდინარე თვის ფიფა/კოკა-კოლასს რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრები 6 ადგილით ჩამოქვეითდა და 63-ეა.

ცვლილებებია პირველ ათეულშიც. პირველ ადგილზე ჰოლანდიის ნაკრებმა აინაცვლა და რეიტინგს ლიდერობს.

ორი ადგილით უკან დაიხია ბრაზილიის ნაკრებმა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა ხორვატიამ და საბერძნეთმა თითო ადგილით ჩაინაცვლეს. ხორვატიამ მეცხრედან მეათე ადგილზე გადაინაცვლა, საბერძეთმა კი მეათედან მეთერთმეტეზე. ასევე ერთი ადგილით ჩამოქვეითდა ლატვია და 84-ე ადგილს იკავებს. კიდევ ერთი მეტოქე მალტა კი 6 ადგილით დაწინაურდა და 102-ეა.

პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ჰოლანდია
(1596)
2. ესპანეთი (1563)
3. გერმანია (1330)
4. ინგლისი (1177)
5. ურუგვაი (1174)
6. ბრაზილია (1156)
7. იტალია (1110)
8. პორტუგალია (1060)
9. არგენტინა (1017)
10. ხორვატია (1009)

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევაც კარგად გადავრჩით :) ეხლა უნდა ავანაზღაუროთ ეს დანაკლისი სექტემბერ-ოქტომბრის მატჩებით და წინაც წავიწიოთ.
Tornike
15:15 24-08-2011
0
არაუშავს სულ 8 ბალი წაგვართვეს, ლატვიას და მალტას თუ მოუგებთ 53მდე მინიმუმ უნდა ავიწიოთ
geosochi
14:56 24-08-2011
0

სიახლეები პოპულარული