ქეცბაიამ თქვა, რომ ყველა თამაში მნიშვნელოვანია. "ხორვატია პირველ ადგილზე გავა და ჩვენ მეორე ადგილის დაკავების თეორიული შანსი კიდევ გვაქვს დარჩენილი, რისთვისაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მოწვეულთაგან ყველა მწყობრშია, ერთადერთი უჩა ლობჟანიძის თამაში გამოირიცხა, რომელსაც ტრავმა აღმოაჩნდა", - განაცხადა საქართველოს ნაკრების თავკაცმა.
ლატვიასთან მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მოედნის ცუდი საფარის გამო "მიხეილ მესხის" სტადიონზე 2 სექტემბერს გაიმართება. ბილეთების ფასი 10, 15, 20 და 30 ლარი იქნება.