ქეცბაიამ ლობჟანიძე ალადაშვილით ჩაანაცვლა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროთასებზე მოასპარეზე ქართული გუნდებიდან არავის დაიმატებდა.

თუმცა სანაკრებო შეკრებაზე უჩა ლობჟანიძის ტრავმით გამოცხადებამ იძულებული გახადა, კრივოი როგის "კრივბასში" მოთამაშე მარჯვენა მცველის შემცვლელი სწორედ საქართველოს ჩემპიონატში მოეძებნა და ასეთად ზესტაფონელი კახა ალადაშვილი შეარჩია, რომელსაც სანაკრებო დონეზე თამაშის გამოცდილებაც აქვს და თავად ქეცბაიასაც სანაკრებო შეკრებაზე არაერთხელ გამოუძახებია.

პირველ დღეს ალადაშვილი ქეცბაიას არ დაუტვირთავს, ისევე, როგორც კიდევ ერთი ზესტაფონელი, ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი - ორივემ მსუბუქად ივარჯიშა.

უჩა ლობჟანიძე კი, ტრავმის
მიუხედავად, ბაზაზე მაინც გამოცხადდა, ვარჯიშს ტრიბუნიდან უყურა და შეკრების პირველი დღე გუნდში გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული