შეგახსენებთ, რომ ამ შესარჩევ ციკლში ლატვიის ნაკრებთან გასვლით მატჩში თემურ ქეცბაიას შეგირდები ფრეს (1:1) დასჯერდნენ.
თემურ ქეცბაიამ ლიტვასთან სათამაშოდ გუნდში შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი")
მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი), კახა
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), დავით თარგამაძე ("ოლექსანდრია", უკრაინა), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი"მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი", რუსთავი), შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი")
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), დავით სირაძე ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი", უკრაინა).
"ევრო-2012"-ის შესარჩევ ეტეპაზე საქართველო F ჯგუფში ასპარეზობს და 7 თამაშის შემდეგ 9 ქულით მე-4 ადგილზეა.
ჯგუფის ლიდერია საბერძნეთი (6 თამაშიდან 14 ქულა), მეორე ადგილზეა ხორვატია - 6 თამაშიდან 13 ქულით.
ამავე ჯგუფში დღეს ითამაშებენ მალტა-ხორვატია; ისრაელი-საბერძნეთი.
ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 6 სექტემებერს მალტაში გამართავს.