საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 0:1 დამარცხდა

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში ლატვიის ნაკრებს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.  

შეხვედრის პირველივე წუთებიდან ქართველმა ფეხბურთელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების მარცხენა ფლანგიდან დაწყებული შეტევა კარგად განვითარდა, რის შემდეგ ოთარ მარცვალაძე მეტოქეთა საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა კარისკენ გაგზავნილი ბურთი ძელმა აისხლიტა.

ქართველი ფეხბურთელების მორიგ შეტევაში ამჯერად საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი თარგამაძემ კარის მარჯვენა კუთხეში გაგზავნა, თუმცა ლატვიის ნაკრები გოლისგან ისევ ძელმა იხსნა. მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების სრული
უპირატესობით დამთავრდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

სამწუხაროდ შეხვედრის მეორე ტაიმი სრულიად საპირისპიროდ წარიმართა. 67-ე წუთზე მასპინძელთა კარისკენ დანიშნული საჯარიმო დარტყმა ცაუნიამ შეასრულა, რომელიც ლატვია-საქართველოს პირველ მატჩშიც გამოირჩა გატანილი გოლით და ამჯერადაც დაგვამწუხრა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაშვებული გოლის შემდეგ თამაშის გამოსწორება ვეღარ შეძლო და საბოლოოდ, ლატვიის ეროვნულ ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.

ამ წაგების შემდეგ თემურ ქეცბაიას გუნდს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც გადაეწურა.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფის დარჩენილ ორ მატჩს 6 სექტემბერს მალტაში, 11 ოქტომბერს კი შინ, საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

საქართველო-ლატვია 0:1 (0:0)
გოლები: 0:1 ცაუნია (64)
გაფრთხილებები: ფერტოვი (21), ვერპაკოვსკისი (39), გორკშსი (50), კიაუკლისი (86)

მსაჯი: ლეონტიოს ტრატტუ

საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა, გურამ კაშია, კახა კალაძე (კ), ალექსანდრე ამისულაშვილი (დვალიშვილი 71), ზურაბ ხიზანიშვილი, ჯანო ანანიძე (გრიგალაშვილი 54), ოთარ მარცვალაძე, ალექსანდრე იაშვილი (სირაძე 55), ლევან კობიაშვილი, დავით თარგამაძე.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ლატვიის ნაკრები: ანდრის ვანინი, ოსკარს კლიავა, რიტუს კრიაუკლისი, ალექსანდრ ფერტოვი, დენის ივანოვი, არტის ლაზდინიში (ო.ლაიზანსი 88), ალექსანდრ ცაუნია, მარის ვერპაკოვსკისი (გაურაჩსი 77), ალექსეი ვიშნიაკოვი, ივან ლუკიანოვი, კასპარს გორკშსი (კ).
მწვრთნელი: ალექსანდრ სტარკოვსი
მკითხველის კომენტარები / 30 /
მართალია ანანიძემ ვერ ითამაშა კარგად, ძალიან მესიამოვნებოდა ოდიკაძის და გელაშვილის ნახვა მოედანზე. ვფიქრობ საქართველოს ჩემპიონატში ოდიკაძე საუკეთესო მარჯვენა მცველია და ასევე შეტევაშიც ხშირად ერთვება.
nino barca
20:44 04-09-2011
0
გეთანხმები ნინო..მაგალითად ანანიძეს თითქმის არ აქვს სათAმაშო პრაქტიკა და რატო ათამაშებს ვერ ვხვდები.და საერთოდ რომელიმე ქართულ კლუბს რო ითამაშა უნამუსო ვიყო თუ უკეთEსად არ ეთამაშა და შეიძლება მოეგოთ კიდეც ;)
tiktik
20:27 04-09-2011
0

სიახლეები პოპულარული