მალტა-საქართველო 1:1 - ფრე ბოლოადგილოსანთან

AutoSharing Option
გუშინ, 6 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა შეხვედრა მალტის ეროვნულ გუნდთან სტუმრად გამართა და ფრეს (1:1) დასჯერდა.

თემურ ქეცბაიას შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-15 წუთისთვის გათამაშებული კუთხურის შემდეგ ჯაბა კანკავას გატანილი გოლით დაწინაურდნენ.

გატანილი გოლის შემდეგ ბურთს კვალავაც ქართველი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სუსტ მეტოქესთან შეხვედრას სოლიდური გამარჯვებითაც დაასრულებდნენ, თუმცა მალტელთა ერთ-ერთი იშვიათი შეტევა მაიკლ მიფსუდმა გოლად აქცია. მასპინძელთა მეცხრე ნომერმა შეხვედრის 25-ე წუთზე ოსტატურად ჩამოიტოვა კახა კალაძე და ნუკრი
რევიშვილს აუღებელი დაურტყა (1:1).

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები შეხვედრის ბოლომდე ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა მეტოქე თავს კარგად იცავდა და რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მიდიოდა. მდგომარეობის გამოსასწორებლად თემურ ქეცბაიამ მეორე ტაიმში ცვლილებებს მიმართა, თუმცა დვალიშვილის, გრიგალაშვილისა და კობახიძის მოედანზე გამოსვლამ შედეგი ვერ მოიტანა.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში მალტა-საქართველოს მატჩის პარალელურად სხვა შეხვედრებიც გაიმართა. ჯგუფის ლიდერმა საბერძნეთის ნაკრებმა ლატვიასთან სტუმრად ქულის მოპოვება შეძლო. არადა, მასპინძლები თავიდანვე ცაუნიას გოლის სწყალობით დაწინაურდნენ და ბერძნებმა მხოლოდ მატჩის მიწურულსღა პაპანოპულოსის გოლით შეძლეს გათანაბრება.

ხორვატებმა შინ ისრაელის ნაკრები მიიღეს და მართალია, პირველი გოლით სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა ბილიჩის შეგირდებმა ამის შემდეგ სამჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება და გამარჯვებასთან ერთად F ჯგუფში პირველი ადგილზეც გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.

ევრო 2012. შესარჩევი ციკლი
მალტა - საქართველო 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 კანკავა (15), 1:1 მიფსუდი (25)
გაფრთხილება: ხიზანიშვილი (11), კაშია (58), ხოგი (90+4)
არბიტრი: პოლ ვან ბუკელი (ჰოლანდია)

მალტა: ენდრიუ ხოგი, ჯონატან კარუანა, გარეტ შიბერასი, ანდრე აგიუსი, რაიან ფენეკი (ბოგდანოვიჩი 60), როდერიკ ბრიფა, მაიკლ მიფსუდი (კ), ენდრიუ კოენი (ვუდსი 90+1), ჯონ ხათჩინსონი, ანდრე შემბრი (პეისი 76), კლეიტონ ფაილა.
მწვრთნელი: ჯონ ბატიჯიგი

საქართველო: ნუკრი რევიშვილი, ჯაბა კანკავა, გურამ კაშია, კახა კალაძე (კ), გია გრიგალავა, ზურაბ ხიზანიშვილი, ჯანო ანანიძე (კობახიძე 77), ოთარ მარცვალაძე (გრიგალაშვილი 66), ალექსანდრე იაშვილი (დვალიშვილი 61), ლევან კობიაშვილი, დავით თარგამაძე.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ჯგუფი F
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია         8    6   1   1  16-5     19
2. საბერძნეთი     8    5    3   0  10-4    18
3. ისრაელი          9    4   1    4  11-11  13
4.. საქართველო   9    2   4   3    6-7     10
5. ლატვია            8    2   2   4    7-10    8
6. მალტა              8    0   1   7    4-17    1
მკითხველის კომენტარები / 18 /
იმიტომ რომ სიცრუეს და ორპირობას ხვდება ხალხი. ეს ლანძღვა კი არა რისხვაა. ხალხო გავიხსენოთ ფაქტები. ერთადერთი კაცი ვინც დაეტაკა სიჭინავას მიხიჩა იყო ყველამ კარგად დაინახა. ასე უთხრა შენ რისთვისაც ხარ საკლოუნოდ მოსული კარგად ვიციო. რატომ არ ვარ მე შენს გვერდით ბევრი გყავს ჩემნაირებიო. იმ კლოუნმა უპსუხა აგერ საშა ჩივაძე ხომ მყავსო. ხალხო ჩივაძე პირველი მაფიოზაა ფეხბურთში ბუსავით არის სულ გაყურსული საერთოდ თასების თასის მოგების შემდეგ გახდნენ ეგენი მაფიოზები და შეჭამეს და დაასამარეს ქართული ფეხბურთი. ამაზე მერე დავწერ. ქეცბაიამ იმ შეხვედრაზე მიხიჩას მამის ტოლა კაცს დაუწყო ბლატავი და იქ დამეკარგა მაგის კაცობაზე წარმოდგენა. ხალხო ერთადერთი მწვრთნელი რომელიც ნაკრებს უშველის მიხიჩაა კაცი ეხვეწებოდა ფედერაციას უხელფასოდ ვიმუშავებ ნაკრების მწვრთნელად ნუ ყრით ამდენ ფულს უცხო მწვრთნელებშიო და ვინ შეისმინა. კაცმა გაიხსენეთ პირდაპირ უთხრა ფედერაციას მე თქვენსავით მერსედესებით და ბეემვეებით არ მოვსულვარ ფეხბურთში ჩემი შრომით და საქმით მოვედიო მაგრამ საქმის გამკეთებელი ამათ არ უნდათ მერე ვეღარ შექანქლავენ ფულებს. მიხიჩას კი ათას უბედურებას უგონებენ. დანიშნეთ რევაზ ძოძუაშვილი ეროვნული ნაკრების მწვრთნელად თქვე მაფიოზა ნაძირლებო!
zviadi
14:26 07-09-2011
0
რატომაა მაინცდამაინც ან უნდა ვლანძღოთ ვინმე,ან კი ვეტენებოდეთ? უეფაც დიდი შოუბიზნესია რა!
დავითი (საბერძნეთი)
14:05 07-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული