ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლი დასასრულს უახლოვდება (ჩვენთვის ხომ ყველაფერი უკვე დასრულდა), ამიტომაც არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მიმდინარე სტატისტიკა, დასკვნების გამოტანა კი ისევ თქვენთვის მოგვინდია.
შესარჩევი ციკლის დასრულებამდე 43 მატჩიღა დარჩა (მათ შორის, საქართველო-საბერძნეთი), მასპინძლების, პოლონეთისა და უკრაინის გარდა,
ინდივიდუალური სტატისტიკა
გოლები
გოლი ფეხბურთელი ნაკრები დრო (წთ)
10 კლაას-იან ჰუნტელაარი ჰოლანდია 504
9 მიროსლავ კლოზე გერმანია 505
7 მიქაელ ფორსელი ფინეთი 625
6 რობინ ვან პერსი ჰოლანდია 294
6 დავიდ ვილია ესპანეთი 490
6 დერდეი რუდოლფი უნგრეთი 642
5 ტიმ მატავჟი სლოვენია 311
5 დირკ კუიტი ჰოლანდია 522
5 ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთი 597
5 რობი კინი ირლანდია 712
4 ადამ სალაი უნგრეთი 198
4 მარიო გომესი გერმანია 240
4 ჯერდან შაჩირი შვეიცარია 291
4 მარვინ ოგუნჯიმი ბელგია 304
4 კრიშტიანო რონალდო პორტუგალია 360
4 კასპერ ჰამალაინენი ფინეთი 463
4 მარკო არნაუტოვიჩი ავსტრია 469
4 იოსი ბენაიუნი ისრაელი 469
4 გევორქ ღაზარიანი სომხეთი 516
4 ნიკო კრანჩარი ხორვატია 520
4 არდა თურანი თურქეთი 534
4 ანტონიო კასანო იტალია 551
4 იურა მოვსისიანი სომხეთი 588
4 ალექსანდრს ცაუნია ლატვია 630
4 მესუთ იოზილი გერმანია 698
4 ჰენრიკ მხითარიანი სომხეთი 720
...2 დავით სირაძე საქართველო 331
2 ჯაბა კანკავა საქართველო 450
1 ალექსანდრე იაშვილი საქართველო 534
1 ლევან კობიაშვილი საქართველო 720
სომხეთის ნაკრების სამმა ფეხბურთელმა, გევორქ ღაზარიანმა, იურა მოვსისიანმა და ჰენრიკ მხითარიანმა ჯამში 12 გოლი გაიტანეს, საქართველოს ნაკრებმა კი - ორჯერ ნაკრები - 6! თანაც, ჩვენმა მეზობლებმა მატჩით ნაკლები ითამაშეს.
საგოლე პასები
პასი ფეხბურთელი ნაკრები დრო (წთ)
6 სებასტიან ლარსონი შვედეთი 591
6 მესუთ იოზილი გერმანია 698
6 ვესლი სნეიდერი ჰოლანდია 720
5 დირკ კუიტი ჰოლანდია 522
5 ბალაშ ჟუჟაკი უნგრეთი 586
5 კიმ კალსტრიომი შვედეთი 631
4 დენის რომედალი დანია 515
4 ნანი პორტუგალია 527
4 ტომაშ როსიცკი ჩეხეთი 534
4 მაჰირ შუკუროვი აზერბაიჯანი 540
4 თომას მიულერი გერმანია 658
...1 დავით თარგამაძე საქართველო 180
1 ოთარ მარცვალაძე საქართველო 257
1 უჩა ლობჟანიძე საქართველო 270
1 დავით სირაძე საქართველო 331
ერთმა აზერბაიჯანელმა მცველმა მაჰირ შუკუროვმა იმდენივე საგოლე პასი გააკეთა, რამდენიც მთელმა ჩვენმა ნაკრებმა - 4.
ზუსტი დარტყმა
დარტ. ფეხბურთელი ნაკრები დრო (წთ)
17 დავიდ ვილია ესპანეთი 490
17 მიქაელ ფორსელი ფინეთი 625
16 კლაას-იან ჰუნტელაარი ჰოლანდია 504
16 ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთი 597
16 დერდეი რუდოლფი უნგრეთი 642
14 კრიშტიანო რონალდო პორტუგალია 360
13 ზორან ტოშიჩი სერბეთი 444
13 ქარიმ ბენზემა საფრანგეთი 599
13 მესუთ იოზილი გერმანია 698
13 ივან ტრიჩკოვსკი მაკედონია 710
13 ვესლი სნეიდერი ჰოლანდია 720
12 მიროსლავ კლოზე გერმანია 505
12 კონსტანტინ ვასილიევი ესტონეთი 720
...5 ალექსანდრე იაშვილი საქართველო 534
4 ჯაბა კანკავა საქართველო 450
3 შოთა გრიგალაშვილი საქართველო 60
3 ოთარ მარცვალაძე საქართველო 257
3 დავით სირაძე საქართველო 331
2 გია გრიგალავა საქართველო 180
2 გურამ კაშია საქართველო 260
2 ზურაბ ხიზანიშვილი საქართველო 720
2 ლევან კობიაშვილი საქართველო 720
1 ალექსანდრე კობახიძე საქართველო 13
1 გიორგი მერებაშვილი საქართველო 76
1 დავით თარგამაძე საქართველო 180
1 მურთაზ დაუშვილი საქართველო 254
1 მალხაზ ასათიანი საქართველო 360
1 ჯანო ანანიძე საქართველო 419
1 კახა კალაძე საქართველო 810
ყველაზე ზუსტი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში (ალექსანდრე იაშვილი) შესარჩევ ციკლში 104-ე ადგილზეა.
არაზუსტი დარტყმა
დარტ. ფეხბურთელი ნაკრები დრო (წთ)
16 ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთი 597
15 დავიდ ვილია ესპანეთი 490
15 ლიორ რაფაელოვი ისრაელი 605
15 ვესლი სნეიდერი ჰოლანდია 720
14 იურა მოვსისიანი სომხეთი 588
14 ივან ტრიჩკოვსკი მაკედონია 710
...6 ოთარ მარცვალაძე საქართველო 257
6 ჯაბა კანკავა საქართველო 450
6 ზურაბ ხიზანიშვილი საქართველო 720
5 ვლადიმერ დვალიშვილი საქართველო 324
4 გურამ კაშია საქართველო 260
4 გოგიტა გოგუა საქართველო 290
4 ლევან კობიაშვილი საქართველო 720
3 დავით სირაძე საქართველო 331
3 ჯანო ანანიძე საქართველო 419
3 კახა კალაძე საქართველო 810
2 შოთა გრიგალაშვილი საქართველო 60
2 დავით თარგამაძე საქართველო 180
2 უჩა ლობჟანიძე საქართველო 270
2 დავით კვირკველია საქართველო 293
2 ალექსანდრე იაშვილი საქართველო 534
2 ალეკო ამისულაშვილი საქართველო 611
თუკი სიზუსტეში მოვიკოჭლებთ, ამცილებლებში ჩვენგან "საუკეთესო" (ოთარ მარცვალაძე) 59-ე ადგილზეა. თან ოთარი ყოველ 42 წუთში ერთხელ აცილებდა.
თამაშგარე
თამაშგ. ფეხბურთელი ნაკრები დრო (წთ)
14 ქარიმ ბენზემა საფრანგეთი 599
14 ენდი სილვა სან მარინო 630
14 ედინ ჯეკო ბოსნია 683
12 ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთი 597
12 ჰამდი სალიჰი ალბანეთი 658
11 დიმიტრის სალპინგიდისი საბერძნეთი 573
10 დერდეი რუდოლფი უნგრეთი 642
...6 ვლადიმერ დვალიშვილი საქართველო 324
3 ლევან კობიაშვილი საქართველო 720
2 გოგიტა გოგუა საქართველო 290
2 ალექსანდრე იაშვილი საქართველო 534
1 დავით თარგამაძე საქართველო 180
1 ოთარ მარცვალაძე საქართველო 257
1 დავით კვირკველია საქართველო 293
1 დავით სირაძე საქართველო 331
1 მალხაზ ასათიანი საქართველო 360
ვლადიმერ დვალიშვილი ყოველ 54 წუთში ერთხელ ხვდებოდა თამაშგარე მდგომარეობაში. მართალია, ეს ბენზემას "შედეგს" (43 წუთში ერთხელ) ჩამორჩება, მაგრამ მაინც ძალიან ცუდი მაჩვენებელია.
გაფრთხილება
გაფრთ. ფეხბურთელი ნაკრები დრო (წთ)
5 დავიდე სიმონჩინი სან მარინო 466
5 ტიმოფეი კალაჩევი ბელარუსი 484
5 ვინსენ კომპანი ბელგია 514
5 ზოლტან ლიპტაკი უნგრეთი 521
...3 ზურაბ ხიზანიშვილი საქართველო 720
2 ოთარ მარცვალაძე საქართველო 257
2 უჩა ლობჟანიძე საქართველო 270
2 ლევან კობიაშვილი საქართველო 720
გაძევება
გაძ. ფეხბურთელი ნაკრები დრო (წთ)
32 ფეხბურთელი თითო გაძევებით
საქართველოს ნაკრებმა 9 მატჩში ერთხელაც არ მიიღო წითელი ბარათი.
გუნდური სტატისტიკა
გოლები
გოლი ნაკრები საშუალოდ
34 ჰოლანდია 4,25
28 გერმანია 3,5
26 შვედეთი 3,25
22 უნგრეთი 2,44
21 ესპანეთი 3,5
17 სომხეთი 2,12
16 ბელგია 2
16 ხორვატია 2
16 იტალია 2
...6 საქართველო 0,67
საქართველოს ნაკრებს თამაშში საშუალოდ 0,67 გოლი გააქვს - ძალზე დაბალი შედეგია. ეს 51 ნაკრებში 38-ე ადგილზეა.
მიღებული გოლები
გოლი ნაკრები საშუალოდ
1 იტალია 0,12
3 ჩერნოგორია 0,5
3 საფრანგეთი 0,38
3 ინგლისი 0,43
4 რუსეთი 0,5
4 საბერძნეთი 0,5
4 დანია 0,67
...7 საქართველო 0,78
ნაკრების დაცვა მოწოდების სიმაღლეზეა - მხოლოდ 0,78 გაშვებული ბურთი მატჩში, ეს მსოფლიოს ჩემპიონ ესპანელებზე (0,83) უკეთესი შედეგია, ზოგადად კი მე-14 მაჩვენებელია.
ზუსტი დარტყმა
დარტ. ნაკრები საშუალოდ
75 გერმანია 9,38
72 ესპანეთი 12
69 ჰოლანდია 8,62
65 შვედეთი 8,12
58 ხორვატია 8,12
56 სომხეთი 7
...39 საქართველო 4,33
საქართველოს ნაკრებმა საშუალოდ ზუსტად ლამის სამჯერ იშვიათად ურტყა მეტოქეთა კარში, ვიდრე ამ მაჩვენებლით საუკეთესო ესპანეთმა.
არაზუსტი დარტყმა
დარტ. ნაკრები საშუალოდ
72 შვედეთი 9
65 გერმანია 8,12
64 ესტონეთი 7,11
63 ბელგია 7,88
63 სლოვაკეთი 7
59 საბერძნეთი 6,56
მგონი, ნაკრების წარუმატებლობის მთავარ მიზეზსაც მივაგენით. საქართველოს ნაკრები ამცილებელ გუნდთა ლიდერებშია, მე-6 ადგილზეა. თანაც ჩვენს "წინ" ვინც არიან, ისინი ზუსტადაც მეტს ურტყამდნენ, ვიდრე ქეცბაიას რაზმი.
კუთხურები
კუთხ. ნაკრები საშუალოდ
62 სლოვენია 6,89
59 შვედეთი 7,38
58 ხორვატია 7,25
58 საფრანგეთი 7,25
55 ესპანეთი 9,17
...44 საქართველო 4,89
44 კუთხური მე-16 შედეგია, რაც ურიგო არ არის, მაგრამ ერთიცაა - 44-დან მხოლოდ 1-ს მოჰყვა გოლი მეტოქის კარში - კანკავამ თარგამაძის კუთხურის შემდეგ მალტას თავით გაუტანა.
ჯარიმები
ჯარ. ნაკრები საშუალოდ
143 ესტონეთი 15,89
137 ფარერები 13,7
134 უნგრეთი 14,89
134 ლატვია 16,75
134 სან მარინო 14,89
133 ბელგია 16,62
130 სლოვაკეთი 16,25
...110 საქართველო 12,22
ჯარიმები (მათ წინააღმდეგ)
ჯარ. ნაკრები საშუალოდ
132 ბელარუსი 14,67
129 საბერძნეთი 16,12
120 საქართველო 13,33
118 სომხეთი 14,75
118 ბოსნია 14,75
საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 120-ჯერ დაჯარიმდნენ, ეს მესამე შედეგია. ანუ ჩვენ გუნდს კვლავ უფრთხიან. თუმცა ეს მაჩვენებელი ბევრს არ ნიშნავს - მაგალითად, ანდორა 114 ჯარიმით (მათ წინააღმდეგ) ლიდერებშია, ესპანეთის (67) და პორტუგალიის (66) წინააღმდეგ კი ყველაზე იშვიათად ჯარიმდებოდნენ.
მატჩების სტატისტიკა
ყველაზე მეტი გოლი: 11 - ჰოლანდია-სან მარინო (11:0)
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 20 - ბელგია-ავსტრია (4:4)
ყველაზე მეტი აცილება: 19 - შოტლანდია-ლიტვა (1:0)
ყველაზე მეტი კუთხური: 18 - სლოვაკეთი-ანდორა (1:0)
ყველაზე მეტი თამაშგარე: 18 - ლიტვა-ლიხტენშტაინი (0:0)
ყველაზე მეტი ჯარიმა: 46 - ჩერნოგორია-ბულგარეთი (1:1)
ყველაზე მეტი გაფრთხილება: 12 - ბოსნია-ბელარუსი (1:0)
საქართველოს ნაკრების სტატისტიკა
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (7 თ, -4 გ), გიორგი ლორია (2 თ, -3 გ)
მცველები: კალაძე (9 თ), ხიზანიშვილი (8), ამისულაშვილი (7), სალუქვაძე (5), ასათიანი (4), კვირკველია (4), კაშია (3), ლობჟანიძე (3), ხუბუტია (3), გრიგალავა (2).
ნახევარმცველები: კობიაშვილი (8, 1), ანანიძე (7), კანკავა (5, 2), გოგუა (5), დაუშვილი (5), მერებაშვილი (3), გრიგალაშვილი (2), თარგამაძე (2), აფციაური (1), კოშკაძე (1), კობახიძე (1).
თავდამსხმელები: იაშვილი (9, 1), დვალიშვილი (8), სირაძე (7, 2), მარცვალაძე (4), გელაშვილი (1).
კახა კალაძემ და ალექსანდრე იაშვილმა ნაკრების 9-ვე მატჩი ითამაშეს. აღსანიშნავია კალაძის მიღწევა - შეუცვლელად, 810 წუთი თამაში. ასე ჯანმრთელად ჩვენი კაპიტანი არც ერთ შესარჩევ ციკლში არ ყოფილა.
შენიშვნა: ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი უეფას ოფიციალური საიტიდანაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"