"ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების დიდი სურვილი მაქვს. ჩვენ ამ ციკლში 10 ქულა მოვიპოვეთ და გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, ამ კაცის მუშაობით კმაყოფილი ვარ.
თემური რომ წავიდეს, უმუშევარი ნადვილად არ დარჩება - საბერძნეთისა და კვიპროსის კლუბები ჩვენზე მეტს სთავაზობდნენ. სთავაზობენ არა მხოლოდ კლუბების, ერთ-ერთი ეროვნული ნაკრების გაწვრთნასაც.
აქვე ვიტყვი, რომ თემურ ქეცბაიასაც ველაპარაკე და მზად არის შეგხვდეთ და ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი.
ჩვენ
სამწუხაროდ, ჩვენ შიდა ჩემპიონატიც არ გვაქვს ძლიერი, ნაკრებს სათანადო ცვლა ადგილზევე რომ გავუზარდოთ. ამას გარდა, ბევრი მოთამაშე გვყავს რუსეთში, სადაც თამაშების 80 პროცენტი ეჭვს იწვევს.
სულ გვესმის, რომ ანანიძე პერსპექტიული ბიჭია, მაგრამ რუსეთში 15-20 წუთს ათამაშებენ, რაც გაზრდისთვის არასაკმარისია. მაგრამ ამ ბავშვმაც უნდა შეცვალოს დამოკიდებულება...
ჩემი უდიდესი სურვილია, თემურმა ჩვენთან იმუშაოს და გუნდის გაახალგაზრდავებასთან ერთად, მიზნად დავისახოთ მომდევნო ევროპის ჩემპიონატისთვის უსერიოზულესი მომზადება. ვფიქრობ, ახლა სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურების დროა. საამისოდ მოთამაშეები ჩვენს ჩემპიონატში უნდა გავზარდოთ. მაგრამ აქ 1000 ლარს იღებენ, რუსეთში კი 20-30 ათას დოლარს. ყველას უნდა "როლს როისი" და "ბენტლი", ნაკრებში მიწვევის შემთხვევაში კი ბევრი ფეხებს უფრთხილდება. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი მენტალიტეტი" - თქვა სიჭინავამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"