სფფ-მ თემურ ქეცბაიას ახალი კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
დღეს, 13 სექტემბერს"მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად თემურ ქეცბაიას ასისტენტი სოსო ჭედია დაინიშნა. ჭედია ახალგაზრდულ ნაკრებს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უმთავრესი ნაკრების მთავარ მწვრთნელთან თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებდა, რაც გააკეთა კიდეც.

ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2+2 სისტემით არის დადებული.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით, თემურ ქეცბაიას ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების კოორდინირებაც დაევალება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
Geo-4ever***-ს რაც ვთქვი ნამდვილად მასე იყო. ეჭვი კი არა, ფაქტი იყო, რომ იდგა იმ დღეს ქეცბაია მოედანზე. მასეთი ცუდი თამაში ემ არ მახსოვს ქეცბაიასგან. მარტლა მასე იყო, შეიძლება მართლა არ გახსოვდეს შენ, ხდება, არა პრობლემა და კითხვე სხვებს. ნამდვილად მასე იყო. ეს მხოლოდ ფაქტი მოვიყვანე, რაც მაგან თვითონ გააკეთა. ადამიანი არასოდეს უნდა მოიქცეს ცუდად... რაც შეეხება შვილის ინტერვიუს, აი ეს ალბათ უკვე მე არ მახსოვს სწორედ. მე მახსოვს, რომ ბერძნულად საუბრობდა მისი ქალიშვილი თუ არ ვცდები და გულზე არ მომხვედრია იმიტომ, რომ ის ბავშვები იქ დაიბადნენ და იქ მიიღეს განათლება. და ისე ეგ ბავშვების პრობლემაც არაა, თუ ისურვებე ქართველობას, ისწავლიან კიდეც, არ ვიცით ის მიზეზი, რის გამო მისცეს მშობლებმა რუსული განათლება, ამიტომ ოჯახურ საქმეზე ვერაფერს ვიტყვი პირადად მე ჩემო კეთილო ადამიანო. ისე კი პირველი რაც იყო ქეცბაიას დანიშვნისას, ზუსტად ალბანეთთან ის თამაში გამახსენდა და გუცაევთან მისი მოქცევის წესი. გულსატკენია და ვიცოდი, რომ ცუდად დაუბრუნდებოდა ეგ. ამ კომენტარებს კითხულობს ხოლმე ბატონი ზვიად სიჭIნავაც და ნუ გაკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს თავად მას აიძულებენ ჩვენი ფეხბურთელები, რომ ქეცბაია გაანთავისუფლოს, თორემ მე ნაკრების გულშემატკივარი ვარ ყველას ხელში და მინდა ქეცბაიაც წარმატებული ქართველი მწვრთვნელი იყოს. გულით მინდა ნამდვილად!
P.S. აუ რამდენი დავწერე
janela
23:35 14-09-2011
0
ეს რა მაგარი რამ გასწავლეს,შემსრულებლები არ ყავს და თვითონ ხო არ ითამაშებსო. მალტას ჩვენზე უკეთესი შემსრულებელი ჰყავს? თუ ლატვიელი ვერპაკოვსკია მარადონა? ან ქეცბაიას მონახაზს ხედავთ ვინმე მოედანზე? ყრუ დაცვის დაყენება ყველამ იცის.
xaldei
22:57 14-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული