საბერძნეთს "მიხეილ მესხზე" ვუმასპინძლებთ

AutoSharing Option
როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხვედრასაც განახლებულ "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გამართავს.

მატჩი 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი, უეფას ოფიციალური ვებგვერდი კი შეხვედრის გამართვის ადგილად სწორედ "მიხეილ მესხის" არენას მიუთითებს, დაწყების დროდ კი - 19 საათს, ანუ ჩვენი ათვლით 21 საათს.

როგორც შევიტყვეთ, ვაკის სტადიონი ფედერაციამ სიფრთხილის გამო აირჩია - ჯერ უცნობია, ამ დროისთვის შესაძლებელი იქნება თუ არა ეროვნულ სტადიონზე თამაში. იქ საფრის დაგება დაწყებულია და სწრაფი ტემპით წინ მიდიან, ბალახით ტერიტორიის მეოთხედი უკვე დაიფარა,
მაგრამ მხოლოდ მინდვრის დაგება არაა საქმე, თამაში რომ შესაძლებელი გახდეს და სამუშაოები წყალში არ ჩაიყაროს, ბალახის ნიადაგთან "შეხორცების" პროცესიც უნდა დასრულდეს, რასაც ორი კვირა მაინც სჭირდება.

ბალახის დაგება კი საფრთხილო საქმეა, ეს პროცესი დღის შუქზე მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ მხოლოდ მზის გადასვლის შემდეგ მუშაობენ, ამინდმაც ხელი უნდა შეუწყოს და სხვა მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სწორედ ამიტომ წინასწარ ვერავინ იტყვის ზუსტ თარიღს, ეროვნულზე ბურთის რიგიანად გაგორება რა რიცხვში იქნება შესაძლებელი.

ასე რომ, 11 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთს "მიხეილ მეხსის" სტადიონზე ვუმასპინძლებთ, რაც ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც დაგვიდასტურეს. შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს. საქართველოს გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი უკვე დაკარგა. ქართველი კაცის ბუნებიდან გამომდინარე, უმოტივაციო ნაკრების მატჩს ბევრი მაყურებელი არც ეყოლება, შედარებით მცირე რაოდენობით ქომაგი კი 28-ათასიან "მიხეილ მესხზე" უფრო ეფექტურად გამოჩნდება, ვიდრე 58-ათასიან ეროვნულ სტადიონზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მიუხედავად იმისა, რომ ერთი სულით ველოდები ნაკრების თამაშებს და ფაქტიურად ყოველთვის სტადიონზე მივდივარ, ამჯერად პროტესტის ნიშნად არ ვაპირებ სტადიონზე წასვლას. ამაზე უარესი შედეგი ქონია ნაკრებს, მაგრამ თამაშებზე ყოველთვის წავსულვარ. ეხლაც ძალიან მინდა, მაგრამ როგორც ვთქვი, პროტესტის ნიშნად არ მივდივარ.
Giorgipirweli
17:14 22-09-2011
0
სტადიონზე საბერძნეთთან ყველა უნდა მივიდეთ და დამარცხების მერე ფედერაციაც იქვეა ფეხბურთის მაფიოზები უნდა გამოვათრიოთ გავაშიშვლოთ და გავროზგოთ. აი ასე უნდა მოიქცეს ღირსეული გულშემატკივარი. თა სხვანაირად ფიქრობთ საერთოდ დავანებოთ თავი ფეხბურთზე ფიქრს და არ მოვიშხამოთ ცხოვრება.
zviadi
16:15 22-09-2011
0

სიახლეები პოპულარული