საქართველო ფიფას რეიტინგში ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა და 64-ეა

AutoSharing Option
დღეს ფიფა/კოკა-კოლას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა და ამჟამად 499 ქულით 64-ე ადგილზე იმყოფება.

ცვლილებებია რეიტინგის პირველ ათეულში. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა ჰოლანდიას გადაუსწრო და პირველი ადგილი დაიბრუნა.

პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ესპანეთი (1605)
2. ჰოლანდია (1571)
3. გერმანია (1290)
4. ურუგვაი (1184)
5. პორტუგალია (1158)
6. იტალია (1142)
7. ბრაზილია (1132)
8. ინგლისი (1089)
9. ხორვატია (1057)
10. არგენტინა (1024)

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული