"ჯვაროსნებმა" პირველი ვარჯიში გამართეს

AutoSharing Option
3 ოქტომბერს, საღამოს 16:30 საათზე, ახლადშეკრებილმა ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა.

ნაკრების თავკაცმა გუნდი არასრული შემადგენლობით ავარჯიშა, ვინაიდან, რამდენიმე ლეგიონერი ჯერ კიდევ არ ჩამოსულა სამშობლოში.

ქეცბაიას განკარგულებაში სულ 17 ფეხბურთელი იყო: როინ კვასხვაძე, კოკა სეფიაშვილი, ირაკლი მაისურაძე, ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე, დავით თარგამაძე, გია გრიგალავა, შოთა გრიგალაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი, ლევან მჭედლიძე, მურთაზ დაუშვილი, ალექსანდრე კვახაძე, სანდრო გურული, ალექსანდრე კოშკაძე და ოთარ მარცვალაძე.

ეროვნულ გუნდს ხვალ შეუერთდებიან კახა კალაძე, ნუკრი რევიშვილი, გურამ კაშია და
აკაკი ხუბუტია და საღამოს უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშებენ. ყველაზე გვიან კი, შეკრებაზე ზურაბ ხიზანიშვილი და ლადო დვალიშვილი ჩამოვლენ.

თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელები დიდად არ დატვირთა და დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში "კვადრატი" და მინი-ორკარა ათამაშა. ცალკე და მსუბუქად ივარჯიშეს კვახაძემ, იაშვილმა, მაისურაძემ, მარცვალაძემ და კოშკაძემ.

აქვე, გაგაცნობთ ეროვნული ნაკრების ვარჯიშების განრიგს და შეგახსენებთ, რომ საწვრთნელი პროცესი მედიისთვის, ტრადიციულად, ყოველდღე, საწყისი 15 წუთით იქნება ღია.

11 ოქტომბერი
21:00 - ოფიციალური მატჩი საქართველო-საბერძნეთი

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროა ჯანოს რომ ტრამვა აქვს. მე მგონი მან კლუბი აუცილებლად უნდა შეიცვალოს.რუსეთში მისი როგორც ფეხბურთელად ჩამოყალიბების პროცესი შეჩერდა და განიცდის დაღმა სვლას. ამაზე მან აუცილებლად უნდა იფიქროს. თან ფიზიკურად სუსტია და ტრამვებიც მოეძალა. მე მგონი სწორ გზაზე უნდა ამ კაცს დაყენება.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული