ეროვნული ნაკრების შეკრება გახურდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ბერძნებთან დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყო.

გუნდმა პირველად "ბასაზე"  3 ოქტომბერს ივარჯიშა, ოღონდ არასრული შემადგენლობით, ქეცბაიას განკარგულებაში სულ 17 ფეხბურთელი იყო: როინ კვასხვაძე, კოკა სეფიაშვილი, ირაკლი მაისურაძე, ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე, დავით თარგამაძე, გია გრიგალავა, შოთა გრიგალაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი, ლევან მჭედლიძე, მურთაზ დაუშვილი, ალექსანდრე კვახაძე, სანდრო გურული, ალექსანდრე კოშკაძე და ოთარ მარცვალაძე.

გუშინ ნაკრებს შეუერთდნენ კახა კალაძე, ნუკრი რევიშვილი, გურამ კაშია და აკაკი ხუბუტია, რომლებმაც საღამოს გუნდთან ერთად ივარჯიშეს. მოგვიანებით შეკრებაზე გამოცხადდა ზურაბ ხიზანიშვილი და ლადო
დვალიშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ეროვნული ნაკრების ვარჯიშების განრიგი გამოაქვეყნა - ტრადიციულად, წვრთნა მედიისთვის ღია საწყისი 15 წუთი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
AMAT ARAPERI ESHVELEBA, QEZBAIA JOBDA WASULIYO
margal
14:30 05-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული