მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ეროვნული გუნდის თავკაცმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელები მოედანზე მოსაგებად გავლენ.
"ერთ კვირაზე მეტია უკვე ბაზაზე ვიმყოფებით. კარგად მიდის მზადება. ბიჭები ელოდებიან ხვალინდელ თამაშს. დანარჩენი უკვე ხვალ გამოჩნდება.
ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ გამოვიდეთ და თამაში მოვიგოთ. შეიძლება ეს თამაში ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად არაფერს წყვეტს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს - ეს ნაკრების თამაშია. მართალია,
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ტურნირის F ჯგუფში 9 მატჩი გამართა და 10 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს, ბერძნებთან გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხე ადგილზე აინაცვლებს, თუკი ხვალვე ხორვატებს შინ ლატვიელების ძლევა არ გაუჭირდებათ.
საქართველო-საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრა ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00-ზე დაიწყება.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. F ჯგუფი.
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 9 6 3 0 12-4 21
2. ხორვატია 9 6 1 2 16-7 19
3. ისრაელი 9 4 1 4 11-11 13
4. ლატვია 9 3 2 4 9-10 11
5. საქართველო 9 2 4 3 6-7 10
6. მალტა 9 0 1 8 4-19 1
11 ოქტომბერი
საქართველო-საბერძნეთი
ხორვატია-ლატვია
მალტა-ისრაელი
ორი მატჩის შემდეგ თუ ჩავიქნევთ ხელს ეროვნულ ნაკრებზე, მაშინ მართლაც ისეთ ნაკრებს ვიმსახურებთ, რომელიც ლატვიასთან ორ მატჩში ერთ ქულას აიღებს.