- ერთი კვირაა, რაც ნაკრები ემზადება, ბიჭები ხვალინდელ მატჩს განსაკუთრებულად ელიან. ვფიქრობ, ისინი კარგად არიან მომზადებულები. არ აქვს მნიშვნელობა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დავკარგეთ თუ არა, ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. ბერძნებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ, ისევე, როგორც ჩვენ. შეიძლება, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანიც იყოს მატჩი, რადგან უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია.
- შესაძლოა, უკან გაბრუნებთ, მაგრამ ითქვა, თითქოს
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ხვალ თამაშია და მერე რაც გინდათ, მკითხეთ.
- დამაინც, თქვენ გსურთ ვეტერანების დაცვა?
- რა გინდათ, გითხრათ, რომ შეხვედრის შემდეგ ნახევარ ნაკრებს აღარ მოვიწვევ? გითხარით, ამაზე მატჩის შემდეგ ვილაპარაკოთ, ახლა ნაადრევია ამაზე მსჯელობა.
- მაშინ ვეტერანებზე ვილაპარაკოთ - ნაკრებს ის ხალხი აღარ სჭირდება, რომელზეც ახლა გუნდი დგას?
- წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა და დღეს ამაზე ვილაპარაკოთ.
- სატურნირო თვალსაზრისით, ეს მაინც უმნიშვნელო მატჩია და ტაქტიკურ ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?
- ბევრს არაფერს შევცვლით. მაგრამ, როგორ არის უმნიშვნელო, ბოლოდან მესამე ადგილს დავიკავვებთ თუ მეორეს? არ ვიცი, მატჩი როგორ დასრულდება, მაგრამ მე მაინც წარმატებულად ვთვლი ციკლში ნაკრების გამოსვლას, წინასთან შედარებით პროგრესი ნამდვილად იყო.
- რა მდგომარეობაა ამჟამად გუნდში?
- კმაყოფილი ვარ, მიმაჩნია, რომ ბიჭები კარგად მოემზადნენ და მობილიზებულები არიან, რათა გულშემატკივრები გაახარონ. ძალიან სერიოზული მეტოქე გვყავს, რომელმაც ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა და ახლა პირველის დაკავებას ცდილობს. ძნელი მატჩი გველის, მაგრამ იმედია, ქომაგებს გავახარებთ.
ამის შემდეგ ქეცბაია ჩვენს ბერძენ კოლეგებს მშობლიურ ენაზე ელაპარაკა, ბოლოს კი თავადვე თარგმნა:
- მკითხეს, რატომ ვეღარ გააგრძელეთ თამაში ისევე კარგად, როგორც დაიწყეთო. ვუთხარი, რომ თავიდან მეორე ნომრად ვთამაშობდით და ფავორიტად არავინ აღგვიქვამდა, მერე მოგება და პირველ ნომრად თამაში რომ დაგვჭირდა, გაგვიჭირდა, ამის ძალა არ აღმოგვაჩნდა. მაინც მიმაჩნია, რომ ბოლო წლებში ასეთი წარმატებული ციკლი არ გვქონია, საუკეთესო თამაში კი ლატვიასთან ვაჩვენეთ და არ გაგვიმართლა, სწორედ ამან გამოიწვია შემდგომ მატჩში ვერმოგება და ცუდი ატმოსფერო. ლატვიასთან რომ მოგვეგო, დარწმუნებული ვარ, მალტასთან არ გაგვიჭირდებოდა.
მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ჯგუფში ერთბურთიან სხვაობაზე მეტით არავის მოუგია და იოლი მეტოქე არ ვყოფილვართ. ჩვენ ყველას შანსი მივეცით და ვერავინ იტყვის, რომ თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონდა. იმედია, მალე ახალი ხალხი დაგვემატება, სხვებიც გამოჩნდებიან და შემდეგ ციკლს ევრო 2016-ისთვის მოსამზადევლად გამოვიყენებთ. ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი გადის და იქნებ, ფინალურ ეტაპზე გასვლა მოვახერხოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"