კახელიშვილი: მოედანზე მოსაგებად გავედით და არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
"მეტალურგთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის, მცირედი კომენტარი დინამოელთა რიგებიდან მეორე გატანილი გოლის ავტორმა გიორგი კახელიშვილმა გააკეთა.

გიორგი კახელიშვილი:"გულგატეხილები ვართ. მოედანზე მოსაგებად გავედით და არ გაგვიმართლა. მაშინ, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ საყაიმო იყო, ჩვენ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, 1:1-ზე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დაუწერელი საფეხბურთო კანონიც მაშინვე ამოქმედდა. ვერ გავიტანეთ და გაგვიტანეს.

მწვრთნელთან ერთად დავსხდებით, განვიხილავთ ყველა იმ დაშვებულ შეცდომას, რამაც უშუალოდ დღევანდელი მარცხი გამოიწვია და უმოკლეს დროში ვეცდებით მათ აღმოფხვრას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო
გლადიატორებს, რომლებიც გამუდმებით გვერდით გვიდგანან და პირობას ვდებ, მთელი გუნდის სახელით, რომ დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებთ და მათ გამარჯვებებით გავახარებთ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბიძინა
რა გადააურა დინამომ, ნორმალური შეტევა არ გაუკეთებიათ, უბრალოდ უფრო მეტს ფლობდნენ ბურთს, რადგან აგებდნენ, თორე მეტალურგი ბევრად მწვავედ უტევდა. დინამოს გოლებიდან ერთი ალვარომ დამატებაზე გაიტანა, მეორე კიდე რიკოშეტის მერე კახელამ. არც ერთი არ იყო კომბინაციური, ან შესრულების ხარჯზე გატანილი გოლი!
Burton
16:14 18-10-2011
0
Burton
რითი აჯობა თუ ძმა ხარ თამაშს უყურე?? გადაუარა დინამომ და 3 გასროლილი ბურთი გაუვარდათ შორიდან. მაისურაძე ცარიელ კართან რო დააყენო მაგ პოზიციიდან 5-დან 4-ჯერ ააცელს
bidzina
10:38 18-10-2011
0

სიახლეები პოპულარული