თემურ ქეცბაია ნაკრებს მოლდოვისთვის ამზადებს

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც 11 ნოემბერს მოლდოვასთან გასამართი საშინაო ამხანაგური მატჩისთვის მოამზადებს.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), კონსტანტინე სეფიაშვილი ("გაგრა");
მცველები: ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), ალექსანდრე კვახაძე ("მეტალურგი"), აკაკი ხუბუტია ("სამსუნსპორი", თურქეთი), კახაბერ ალადაშვილი ("ზესტაფონი");
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი"), შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი),
გიორგი განუგრავა ("ლომბარდ პაპა", უნგრეთი), თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი"), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი"), დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი", რუსთავი), ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი" კიევი, უკრაინა)

თვალშისაცემი, უპირველესად, ნაკრების რამდენიმე სტაჟიანი წევრის არყოფნაა. როგორც ჩანს, ქეცბაიამ დასვენების საშუალება მისცა კახა კალაძეს, ლევან კობიაშვილს და ალექსანდრე იაშვილს, ხოლო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთაგან ტრავმირებულები არიან დავით თარგამაძე და ჯაბა კანკავა.

გიორგი განუგრავამ, კახა ალადაშვილმა და დიმიტრი ტატანაშვილმა ბოლო სანაკრებო მატჩები დიდი ხნის წინ ჩაატარეს, ირაკლი მაისურაძეს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია, თუმცა ქეცბაია შეკრებაზე პირველად არ იძახებს, თორნიკე გორგიაშვილი კი ნაკრებში პირველად მიიწვიეს.

საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 7 ნოემბერს დაიწყებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული