კახა ცხადაძე: ქეცბაიამ თავისუფლად უნდა იმუშაოს და არა ზეწოლის ქვეშ!

AutoSharing Option
კახა ცხადაძე ყოფილ თანაგუნდელს, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას გამოექომაგა. ბაქოს "ინტერის" თავკაცი მიიჩნევს, რომ ის ახლა სერიოზულ ზეწოლას განიცდის.

- ცხადია, ჩვენი საუბრის მთავარი თემა ეროვნული ნაკრები იქნება. შესარჩევმა ციკლმა გაორებული შთაბეჭდილება დაგვიტოვა. თქვენ რას იტყოდით?
- შთაბეჭდილება მართლაც გაორებული დაგვრჩა. ქეცბაიას მოსვლის შემდეგ ნაკრებმა დიდი ნახტომი გააკეთა - 2010 წელს გუნდს თამაში არ წაუგია და 9 ქულით ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი იყო. საუცხოო იყო შედეგიც და გუნდის ბრძოლისუნარიანობაც. და კიდევ, თემურმა ნაკრებში მიიწვია ის ხალხი, ვინც ამას იმსახურებდა.

სამწუხაროდ, 2011 წელი ასეთი წარმატებული არ გამოდგა, მაგრამ, ნაკრები რომ ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი და მოტივირებული იყო, ვიდრე წინა ციკლში, ამაზე ვინმე დავობს?

ქეცბაია ნაკრების მთავარი მწვრთნელია და გუნდს კიდევ მინიმუმ ორი წელი გაწვრთნის, ამიტომ მას თავისუფალ გარემოში უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება.

აჟიოტაჟი, რომელიც ახლა ატყდა, არ მომწონს. ქეცბაიას ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება, მაგრამ ასე მუშაობას ვერ მოახერხებს. ნაკრებში სამუშაო ატმოსფერო  არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ მწვრთნელებსაც უნდა ჰქონდეთ.

- ქეცბაიას მომხრეთა გაღიზიანება დავით მუჯირის ღია წერილმა და გოგიტა გოგუას ინტერვიუმ გამოიწვია. გითამაშიათ ევროპაში, სადაც კრიტიკა ჩვეულებრივი მოვლენაა. რატომ ითვლება ეს ჩვენთან მტრობად?
- გასაგებია, რომ მუჯირი გულნატკენია ნაკრებში მიუწვევლობით, გოგუასაც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ მათ ერთს ვურჩევდი - არ ილაპარაკონ მწვრთნელზე, მის ტაქტიკასა და საკადრო პოლიტიკაზე. ხვალ, ქეცბაია რომ აღარ იქნება ნაკრებში, ხომ შეიძლება, გოგუამ იგივე სხვა მწვრთნელზეც თქვას? არ აჯობებს, კარიერაზე იფიქროს?!

ქეცბაიას გადასაწყვეტია, ვის მიიწვევს და ვის არა, თავის თავისა და ქვეყნის მტერი არ არის, უვარგისები მიიწვიოს და ძლიერებზე უარი თქვას. კარგად აცნობიერებს, რასაც აკეთებს, მაგრამ ამ აჟიოტაჟით ხელი შეეშლება.

სამი წელია, აზერბაიჯანში ვიღაც-ვიღაცები მაგინებენ, გამუდმებით მესმის "ეს რატომ გაუშვი, ის რატომ მოიყვანე", მაგრამ არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის, რადგან დარწმუნებული ვარ ჩემი გადწყვეტილების სიმართლეში.

- ზოგი ეჭვიანის აზრით, გაზეთი შეთქმულების მონაწილეა, როდესაც კრიტიკას ადგილს უთმობს.
- განსხვავებული აზრის დაფიქსირება თქვენი საქმეა. მე მუჯირთან და გოგუასთან პოლემიკას არც ვაპირებ, მტყუან-მართალს დრო გამოაჩენს.
ამ მოვლენებს ინტერნეტითა და ტელევიზიით ვადევნებ თვალს და ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა - თემურზე აშკარად სერიოზული ზეწოლაა.
ნაკრების მწვრთნელი კი ასეთ გარემოში ვერ იმუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
AXALGAZRDEBI! INGLISELEBI 16-18 CLIS BICHEBS NAKREBSHI VDIAN....CHANTURIAM HOFNAGELMA DA KIDE ERTIA GERMANIASHI AMAT AMXANAGURSHI RATO AR ADZLEVS DROS?
0
GEO - აი ძალიან ვცდილობ გავიხსენო თუ სად როდის და ვის წინააღმდეგ გამოცადეს ფოფხაძე - მაგრამ ვერ ვიხსენებ. ეგება შენ გაგვახსენო? ისე ეგ ის ფოფხაძე არაა ზესტაფონს რომ გადაურჩა და კინაღამ რომ არ გავარდა ?! ავსტრიის ჩემპიონატი "ტოჟე რა"... აი ნაბერეჟნი ჩელნის "კამაზი" სულ სხვაა ...
ხვედელიძე
20:42 07-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული