დოროში: მეტოქე უნდა გვიფრთხილდეს, თბილისში მოსაგებად მივდივართ!

AutoSharing Option
11 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ მოლდოვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაბი ბალინტმა და თავდამსხმელმა ანატოლი დოროშმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს.

გაბი ბალინტი: "მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს მეწურება. მაგრამ მისი გაგრძელება საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შედეგზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება ეს მოლდოვის ნაკრებისთვის ჩემი ხელმძღვანელობით ბოლო მატჩი არც იყოს. ფრე ჩვენთვის კარგი შედეგი იქნება, რადგან ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე ტრავმირებული გვყავს.

ნაკრებში ბევრი დებიუტანტია. თუ მოლდოვის ნაკრების თავკაცის პოსტს დავტოვებ, შემცვლელად იონა ტესტემიცანუს კანდიდატურას მისაღებად მივიჩნევ".

მოლდოველთა ფორვარდი
ანატოლი დოროში
მიიჩნევს, რომ საქართველოსთან მატჩის შედეგი უაღრესად მნიშვნელოვანია:

"მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ! ბოლო წარუმატებელი მატჩების შემდეგ მოლდოვა ფიფას რეიტინგში დაქვეითდა და მდგომარეობის გამოსწორება აუცილებელია. მოლდოვის ნაკრებს სუსტად ნუ მიიჩნევთ, მას მეტოქეები უნდა უფრთხოდნენ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ".

მომზადებულია kp.md-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ჰე ,ბურთი მრგვალია!ვიქონიოთ იმედი რომ,საბოლოოდ არ შევრცხვებით საკუთარ კედლებში და ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს გამარჯვება!
Boris Kvikvinia
16:56 09-11-2011
0

სიახლეები პოპულარული