გაბი ბალინტი: "მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს მეწურება. მაგრამ მისი გაგრძელება საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შედეგზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება ეს მოლდოვის ნაკრებისთვის ჩემი ხელმძღვანელობით ბოლო მატჩი არც იყოს. ფრე ჩვენთვის კარგი შედეგი იქნება, რადგან ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე ტრავმირებული გვყავს.
ნაკრებში ბევრი დებიუტანტია. თუ მოლდოვის ნაკრების თავკაცის პოსტს დავტოვებ, შემცვლელად იონა ტესტემიცანუს კანდიდატურას მისაღებად მივიჩნევ".
მოლდოველთა ფორვარდი
"მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ! ბოლო წარუმატებელი მატჩების შემდეგ მოლდოვა ფიფას რეიტინგში დაქვეითდა და მდგომარეობის გამოსწორება აუცილებელია. მოლდოვის ნაკრებს სუსტად ნუ მიიჩნევთ, მას მეტოქეები უნდა უფრთხოდნენ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ".
მომზადებულია kp.md-ის მიხედვით