საქართველო ფიფას რეიტინგში უკუსვლას აგრძელებს და 74-ეა

AutoSharing Option
ფიფა/კოკა-კოლას ნოემბრის რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა კიდევ 7 საფეხურით დაიხია უკან და ახლა 74 პოზიციაზეა. საქართველოს ნაკრებს 451 ქულა აქვს.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 11 ნოემბერს, მოლდოვას ეროვნულ გუნდთან თბილისში გამართა და 2:0 გაიმარჯვა.

რაც შეეხება ჩვენ მეტოქეებს ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში, მსოფლიოს ჩემპიონი ესპანელები კვლავაც სიის სათავეში არიან. საფრანგეთი კი, ოქტომბრის თვის შედეგის მსგავსად, ნოემბერშიც მე-15 ადგილს სჯერდება. 4 საფეხურით რეგრესი განიცადა ბელორუსმა და ახლა 65-ეა, ფინეთი კი - 88-ე. 

ფიფა/კოკა-კოლას ნოემბრის თვის რეიტინგის
პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი 1564
2. ჰოლანდია 1365
3. გერმანია 1345
4. ურუგვაი 1309
5. ინგლისი 1173
6. ბრაზილია 1143
7. პორტუგალია 1100
8. ხორვატია 0191
9. იტალია 1082
10. არგენტინა 1067
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ რეიტნგში ამხანაგურ თამაშებს იმდენი წონა არ აქვს, რამდენიც ოფიციალურს. ასე რომ მოლდოვასთან გამარჯვება საბერძნეთთან მარცხს ვერ გადასწონიდა და შეიძლება ამ მატჩის შედეგის გათვალისწინება ვერც მოესწრო.
giorgi
22:44 23-11-2011
0
რეიტინგის ქულების დათვლისას, გათვალიწინებულია ბოლო ოთხი წლის ნათამაშები მატჩების შედეგები, ასე რომ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას თითქოს და ჩვენი ნაკრები განიცდის რეგრესს. ამ შემთხვევაში დააკლდა ჩვენს ნაკრებს 2008 წელს შოტლანდიასთან მოგების გამო დარიცხული ქულები, ეს კი არც ისე წოტა იყო. 2009 წელი წარუმწტებელი წელი იყო ჩვენ თვის, ასე რომ მომავალ წელს ჩვენი ნაკრები წაიწევა წინ რეიტინგში
მერაბი
17:19 23-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული