"საქართველოს ნაკრები 2012 წლის სეზონს თბილისში, ალბანეთის ნაკრებთან მატჩით გახსნის.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ალბანურ მხარესთან და სიტყვიერი შეთანხმებაც არსებობდა. დღეს საღამოს კი, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან სფფ-ში ოფიციალური წერილი მოვიდა, სადაც დადასტურებულია, რომ 2012 წლის 29 თებერვალს ალბანეთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს საქართველოს ეროვნულ გუნდთან.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"