კახი კალაძე ნაკრებიდან წავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და "ჯენოას" ფეხბურთელმა კახი კალაძემ 11 დეკემბერს, ფილარმონიაში გამართულ "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდს ტოვებს (იხილეთ ვიდეო).

მისი თქმით, ეს მისთვის უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რადგან ეროვნული ნაკრების ღირსებას 15 წლის განმავლობაში იცავდა. კახიმ გულშემატკივარს, ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა.

"მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა გამარჯვებებისას და წუხდა ჩვენი მარცხისას. 15 წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში 83 მატჩი ჩავატარე. აქედან ყველაზე დასანანი იყო ერთი მატჩი, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. მართალია წლების წინ ეს ავტოგოლები შემთხვევითობა იყო, მაგრამ
კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს.

კარგი იქნება, თუ ის ადამიანებიც მოიხდიან ბოდიშს, რომლებმაც არა ერთი თამაშით, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ "ავტოგოლები" მოუტანეს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კალაძემ.

კახი კალაძე "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე მის მეგობარ, ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოსთან ერთად იმყოფებოდა.

"მე აქ მოვედი კახის, ჩემი მეგობრის მხარადსაჭერად", - განაცხადა შევჩენკომ. მისი თქმით, ის სიამოვნებით დააკვირდება კახი კალაძის შემდგომ ცხოვრებასა და არჩევანს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
GEONA-დანაც ცავიდა ტუ მარტო ნაკრებიდან?
irakli
20:13 17-12-2011
0
85თამაშიდან ნაკრებმა 56 თამაში ცააგო 21 ფრე იყო 8 მოგება ცავიდეს არ გა*******ი
kroltuzi
21:23 12-12-2011
0

სიახლეები პოპულარული