უკვე იცით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართველ გულშემატკივრებს ახალ სერვისს სთავაზობს. საქართველო-ისრაელის მატჩის ბილეთების შეძენა ქომაგებს ეროვნული სტადიონის სალაროებთან ერთად, მოძრავი სალაროს მეშვეობითაც შეეძლებათ. სფფ-ის მოძრავი სალარო თბილისის ყველა არაერთ შემოივლის.
ცნობილია ის გრაფიკი, რომლითაც ავტომობილი იმოძრავებს. გუშინ და დღეს იგი გლდანის მასივსა და მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მომდევნო დღეების განრიგი კი ასეთია:
2-3 სექტემბერი: ვარკეთილი და მეტროსადგური "ვარკეთილი";
4 სექტემბერი: ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია;
5 სექტემბერი: ისანი, ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია;
6-7 სექტემბერი: ვაგზლის მოედანი, "ბავშვთა სამყარო".
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სალაროებში კი მსურველებს 7 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა 3 სექტემბრიდან შეეძლებათ. სტადიონის სალაროები 3-დან 7 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე, 11-დან 18 საათამდე იმუშავებენ. ბილეთების ფასი 5, 7, 10 და 20 ლარია.