ალეკო ამისულაშვილს, ოთარ მარცვალაძესა და ნუკრი რევიშვილს ნაკრებში უხმეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდი 2012 წლის პირველ მატჩს 29 თებერვალს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას მომავალი ამხანაგური შეხვედრისთვის გამოძახებულთა სია ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ნაკრების მოთამაშეებისა და მათი კლუბების ინფორმირება უკვე დაწყებულია.

რუსულ კლუბ "კრასნოდარიდან", რომელიც ამჟამად თურქეთში შეკრებას გადის, ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში სამივე ქართველი: ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე და ნუკრი რევიშვილი იხმო.

შეგახსენებთ, რომ ნაკრებში მიწვევა "სპარტაკის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემაც მიიღო. ამის შესახებ ცნობა მოსკოვური კლუბის პრესსამსახურმა 15 თებერვალს
გაავრცელა.

საქართველო-ალბანეთის მატჩი 29 თებერვალს, ვაკის სტადიონზე 18:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებისთვის უფასო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სანდრო მაგას ვამბობ მეც,თავის გემოზე მოირგეს ნაკრებიც და შედეგიც სახეზეა,არაფერს ვამატებ,ფეხბურტი შეგვაზარეს სიჭინავამ და არველაძეებმა,მაგათი ფეგემონია სანამ არ დამთავრდება ნაკრებში და მემგონი უკვე უახლოვდება პიკს და კველაფერს ეშველება,მართლა ფეხბურთელს არ იწვევენ გუნდში და ამაზე კომენტარს არ აქვეყნებენ აი ნაკრები და გუნდი
vasiko basiladze
17:35 16-02-2012
0
am tamashze ar unda mividet xalxo tu gvinda rom pativi cen chveni xalxis, azrs da ar aketon rac unda is mag arakacebis brom kecbaias da sichinava doylapias tamadobit
სანდრო
17:21 16-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული