როდის გააცხადებს თემურ ქეცბაია ნაკრების შემადგენლობას

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები სეზონს 29 თებერვალს გახნის - თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, "ჯვაროსნები" ალბანეთს "მიხეილ მესხის" სტადიონზე უმასპინძლებენ.

რუსეთის პრემიერლიგელ "კრასნოდარის" პრესსამსახურმა 16 თებერვალს გაავრცელა ცნობა, რომ კლუბის სამი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს - ნუკრი რევიშვილი, ალეკო ამისულაშვილი და ოთარ მარცვალაძე.

მანამდე მსგავსი ინფორმაცია იყო მოსკოვის "სპარტაკის" ვებგვერდზე, რომ ქეცბაიამ ნაკრებში ჯანო ანანიძე მიიწვია.

მაგრამ ეს ფაქტი იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეროვნული ნაკრების შემადგენლობა საბოლოოდ დადგენილია.

"უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელების კლუბებში მიწვევები მართლა გაგზავნილია, მაგრამ სრული სია ჯერ არაა. თემურ ქეცბაია
ჩამოვა, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს დაესწრება და შემადგენლობის საბოლოო ვარიანტსაც მხოლოდ ამის შემდეგ, მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს", - გვითხრა ნაკრების პრეს-სპიკერმა ოთარ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს საქართველო-ალბანეთის შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, დასწრება კი უფასოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
vasiko basiladze

რომელ ნაღდ ფეხბურთელს არ იძახებს და რომელ არანაღდს იძახებს?
0
ტემურ ლენგი
TEMUR
14:48 17-02-2012
0

სიახლეები პოპულარული