თემურ ქეცბაიას სია - ალბანეთთან მატჩში ახალი სახეებით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, რომლებიც 29 თებერვალს ალბანეთის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ გუნდში არიან გამოძახებულები:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გიორგი ლორია (თბილისის "დინამო"), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი").
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), ალეკო ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი"), ზურაბ ხიზანიშვილი ("კაისერი", თურქეთი), აკაკი ხუბუტია ("სამსუნი", თურქეთი), დავით კვირკველია ("ანორთოსისი", კვიპროსი).
ნახევარმცველები: შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (ორივე – "ზესტაფონი"), მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), ჯაბა
კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ლევან ყენია ("შალკე", გერმანია), ირაკლი ძარია (თბილისის "დინამო").
თავდამსხმელები: დავით თარგამაძე ("ილიჩივეცი", უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი", უკრაინა), ვლადიმერ დვალიშვილი ("პოლონია", პოლონეთი), ნიკა გელაშვილი ("ბოხუმი", გერმანია), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი).

სიაში ორი ახალწვეულია - თბილისის "დინამოს" მოთამაშე ირაკლი ძარია და "ზესტაფონის" 19 წლის მცველი მამუკა კობახიძე. ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე ქეცბაიამ სწორედ საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონიდან" გამოიძახა. ეს კი ილია კოკაიას კლუბის გამართულ სელექციაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ნდობის გამოცხადებას ირაკლი ძარია არ ელოდა. ფეხბურთელი ძალიან გახარებულია და იმედოვნებს, რომ ქეცბაიას იმედს არ გაუცრუებს (იხილეთ ვრცლად).

ეროვნულ გუნდში მიწვევით აღფრთოვანებულია კიდევ ერთი დებიუტანტი, მამუკა კობახიძეც, რომელიც აცხადებს, რომ შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავს (იხილეთ ვრცლად).

მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეროვნულ გუნდს არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. მოგეხსენებათ, ზურაბ ხიზანიშვილი და ლევან კობიაშვილი ნაკრების ვიცე-კაპიტნები არიან და როგორც წესი, ძირითადი კაპიტნის არყოფნის შემთხვევაში, მოედანზე გუნდის ლიდერობა ერთ-ერთ მათგანს ეკისრება.

"ინტერპრესნიუსი" სფფ-ს წყაროზე დაყრდნობით შეიტყო, რომ ალბანეთთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნული გუნდის კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი იქნება.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, კალაძის შემცვლელის ვინაობა, სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წინ დასახელდება. მანამდე კი, კაპიტინის სამკლაურს ვიცე კაპიტნები ჩაიბარებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18 საათზე გაიმართება. დასწრება უფასოა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მიყვარდი როგორც ფეხბურთელი მართლაც ბოლომდე იხარჯებოდი ნაკრებში,ასევე გაგრძელე მწვრთნელობაც და თუ ხელს გიშლის ვინმე გააგდე თუ არ შეგიძლია გააგდო და შენზე მეტი ეტქმის,მაშინ ტქვი შენი სათქმელი და წადი უფრო დაგაფასებს გულშემატკივარი,სხვას არ დააყენებიო გუნდი
vasiko basiladze
14:22 24-02-2012
0
როგორ არ მინდა მივიდე მოედანზე ,მაგრამ რაღაც მაინც მივდივარ იმ იმედით რომ იქნებ ეხლა მაინც ვიყურო ჩემი ნაკრების თამაშითქო,მაგრამ ვიცი იმედ გაცრუებული და დაბოღმილი უნდა დავბრუნდე უკან,ქებაია რაღაც ხელი დაატყვე გუნდს თორე შერცხვები და რაც გაკგიკეთებია ქართული ფეხბურთისთვის დაავიწყდება მალე ხალხს,სხვის დაკრულზე ნუ დადიხარ და შენი ხელწერა დაგვანახე ნაკრებში,ურაზე თუნდაც ბრაზილიას მოუგო ერთეხ არაფერს ნიშნავს,თამაში გვანახე მოედანზე და სისხლი,როგორც შენ დებდი ბოლომდე ფეხბურთელობის პერიოდში
vasiko basiladze
14:19 24-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული