თემურ ქეცბაია ალბანეთთან მხოლოდ მოგებას გეგმავს

AutoSharing Option
თემურ ქეცბაია ალბანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვებას გეგმავს. როგორც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 27 თებერვალს, "ბასას" ბაზაზე ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა- ალბანეთი უხერხული მეტოქე და მებრძოლი გუნდია, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა.

მწვრთნელის თქმით, ალბანეთთან შეხვედრისთვის გამოძახებული ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია. 27 თებერვალს საღამოს გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბება "ბასას" საწვრთნელ ბაზაზე, შემდეგ კი ორი დღის განმავლობაში სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

პრესკონფერენციას ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშიაც ესწრებოდა.

კაშიას განცხადებით, ახალი სეზონის დაწყების წინ ფეხბურთელებში
საბრძოლო განწყობაა და მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს როგორც ამხანაგურ შეხვედრებში, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ეყოლება, გუნდი ყველა თამაშში მაქსიმალურად იბრძოლებს და შეეცდება საჭირო ქულები არავისთან დათმოს.

საქართველოს და ალბანეთის ნაკრებების შეხვედრა 29 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება გულშემატკივარს უფასოდ შეეძლება.

თემურ ქეცბაიას მიერ ალბანეთთან სათამაშოდ გამოძახებულ ფეხბურთელთა სია (იხილეთ აქ)

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
საკუთარ ქვეყანას ვიღაცის ჯინაზე როგორ უნდა უქომაგო, რამო? :):):)
დაანებე თავი რეალ ტივის ყურებას, გირჩევ:)
dudu
20:42 27-02-2012
0
რამხელა უფლებას აძლევთ თავს. დარწმუნებული ვარ კომენტარს ფეოლა(თუ კიდევ ცოცხალია) რომ აკეთებდეს, მასაც გადააჭარბებდით კადნიერებაში. რა თქვენი საქმეა მწვთნელი ვის გაიყვანს მოედანზე და ვის არა.ასე რომ ერევიან მწვრთნელების საქმეებში,ნებისმიერ სპორტში,ზოგჯერ ხელისუფლება,ზოგჯერ არამკითხე მოამბეები ავტორიტეტებად, რომ მოაქვთ თავი მიტომ გვაქვს ყველგან კარგად საქმე.
dtvi
18:21 27-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული